ჰამასის ბარბაროსების თავდასხმიდან 9 თვე გავიდა. 7 ოქტომბრის, დილის 7 საათზე ტერორისტებმა ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა ისროლეს და სამხრეთით ღაზის საზღვართან მდებარე კიბუცებში შეიჭრნენ. ამავდროულად, თავდასხმა ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან მოხდა. ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები. გააუპატიურეს და ტყვედ წაიყვანეს ათობით ადამიანი.
პირველი, ვინც ბრძოლაში შევიდა მრავალათასიან პალესტინელ, მძიმედ შეიარაღებულ ტერორისტებთან იყო, პოლიცია და არა სპეცრაზმი. საგზაო ინსპექტორებმა, პატრულის თანამშრომლებმა და სოფლის პოლიციის დეტექტივებმა, მხოლოდ მცირე იარაღით შეიარაღებულებმა, პირველი დარტყმა მიიღეს და გმირულად იბრძოდნენ, გადაარჩინეს საზღვრისპირა კიბუცების მცხოვრებთა და ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალის მონაწილეთა სიცოცხლე.
ერთ-ერთი ასეთი გმირი პოლიციელი იყო ქართველი-ებრაელი იციკ ბუზუკაშვილი. ის სეგევ შალომის პოლიციის მეთაური იყო. იციკი იყო საქართველოს მოყვარული ადამიანი. უყვარდა მოგზაურობა და ადამიანებთან ურთიერთობა.
ხშირად ჩამოდიოდა საქართველოშიც. საუბრობდა ქართულად და აღფრთოვანებული იყო ქართველი ერით. ის ამაყობდა, რომ ქართველი-ებრაელი იყო. გმირს ჩვენთან საუბარში მისი ქალიშვილი ლიელ ბუზუკაშვილი იხსენებს.
ისრაელის სასაზღვრო ძალების ლეიტენანტი 21 წლის ლიელ ბუზუკაშვილი, გმირულად დაცემული პოლიციის ვიცე პოლკოვნიკის იციკ ბუზუკაშვილის ქალიშვილი ამბობს:
“მამა მთელი ცხოვრება ფორმაში იყო. ჩვენ გავიზარდეთ სასაზღვრო პოლიციისა და პატრულის ისტორიებით. მამას მეტსახელი იყო “ბაზუკა”. თავმდაბალი კაცი იყო და არ ტრაბახობდა თავისი მიღწევებით. ჩვენ ყოველთვის გვესმოდა მათ შესახებ მისი ბრძანებებიდან და ადამიანებისგან, რომლებიც მასთან მსახურობდნენ’’.
7 ოქტომბერს ქართველი ებრაელი იციკ ბუზუკაშვილი არ მუშაობდა, ის ოჯახთან ერთად სახლში იყო. თუმცა მას შემდეგ რაც შეტყობინება მიიღო, რომლის მიხედვითაც მისი მეგობარი დავიდოვი დაჭრილი იყო და დახმარებას საჭიროებდა, იციკი მის ქალიშვილთან ერთად, მეგობრის გადასარჩენად გაემგზავრა. მისი გადარჩენა ვერ მოახერხა, ის უკვე გარდაცვლილი აღმოჩნდა, თუმცა ცხედარი წამოიღო, ამის შემდეგ იციკი უკან დაბრუნდა და სხვა დაჭრილები გადაარჩინა, ის რამდენჯერმე შევიდა ზონაში, სადაც ტერორისტები იყვნენ გამაგრებულები. ერთ-ერთ შესვლაზე გმირის მანქანას ტერორისტებმა რაკეტა ესროლეს. იციკმა თავისი სიცოცხლე დათმო, თუმცა ათობით ადამიანი გადაარჩინა.
7 ოქტომბერს ვიყავი სახლში. 6:20 საათზე განგაში და გიჟური დაბომბვა დაიწყო. დაახლოებით 7:30 წუთზე მივიღე შეტყობინება ჩემი დანაყოფიდან შეკრების პუნქტთან მისვლის შესახებ. სახლში მყოფმა მამაჩემმა ფორმა ჩაიცვა, რაცია აიღო და როცა აპირებდა წასვლას, მე ვთხოვე თან წავეყვანე. ჩვენ ერთად წავედით მისი პოლიციის მანქანით და ერთად გავემართეთ სეგევ შალომის პოლიციის განყოფილებისკენ, რომელსაც ის მეთაურობდა. იქ მან თავისი ზემდგომებისგან მითითება მიიღო, სადგურზე დარჩენილიყო და მთხოვა, მასთან გავჩერებულიყავი მეც. მე უარი ვუთხარი და სამი პოლიციელთან ერთად ჩემი მანქანით წამოვედი ხალხის გადასარჩენად.
ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რახატის პოლიციის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ჟ. დავიდოვი დაიჭრა ტერორისტებთან შეტაკებისას, როდესაც ის ხალხს გადარჩენას ცდილობდა კიბუც-რეიმთან. მამაჩემმაც გაიგო ეს შეტყობინება და რაციით გამოუცხადა ჯიპის მძღოლს, რომლითაც მე მივდიოდი, რომ მივბრუნებულიყავით უკან და ისიც ჩაეგვესვა მანქანაში. რათა გადაერჩინა ლეიტენანტი პოლკოვნიკი დავიდოვი, რომელიც მისი საუკეთესო მეგობარი იყო. მამაჩემი ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ გადავსულიყავი მანქანიდან, მაგრამ მე გავჯიუტდი და ჯიპში დავრჩი. გზად ვნახეთ ადამიანების გვამები, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ და პალესტინელებმა დახოცეს. უცებ შევნიშნეთ პალესტინელი ტერორისტების ჯგუფები. ჩვენ შევედით ბრძოლაში და მოვახერხეთ მათი განადგურება
ჩვენ გადავარჩინეთ რამდენიმე პოლიციელი, რომელთაც სხვადასხვა ხარისხის ცეცხლსასროლი ჭრილობები ჰქონდათ მიყენებული. ეს ყველაფერი ცეცხლის ქვეშ ხდებოდა. მოშავ პეტიშში დაჭრილები ჩავსვით მანქანაში და გზა გავაგრძელეთ ოფაკიმისკენ. როდესაც მამა მიხვდა, რომ ლეიტენანტი პოლკოვნიკი დავიდოვი არ იყო დაჭრილთა შორის, გადაწყვიტა დაბრუნებულიყო მის საძებნელად და გადასარჩენად. სანამ პოლიციის განყოფილებიდან ისევ გავიდოდით, მამამ მითხრა: კმარა, იბრძოლე, ვამაყობ შენით. ახლა კი, შენთვის აქ დარჩენა ჯობია“. მოკლე კამათის შემდეგ მან დამარწმუნა და დამტოვა. ის და ჩვენთან მყოფი სამი პოლიციელი ერთად წავიდნენ.
შემთხვევის ადგილზე მისულმა მამამ გზის პირას პოდპოლკოვნიკ დავიდოვის ცხედარი ამოიცნო. გასროლისას მამამ და მისმა თანმხლებმა პოლიციელებმა განაგრძეს ფესტივალიდან გაქცეული ადამიანების გადარჩენა. როცა მამა პოლიციის განყოფილებასთან მოვიდა და მანქანიდან გადმოვიდა, დავინახე სისხლით დაფარული – დავიდოვის სისხლით. მან ცხედარი მოასვენა. შემდეგ მამამ გადაწყვიტა ისევ ბრძოლის ველზე წასულიყო. მას სამი პოლიციელი შეუერთდა და როცა მეც ვაპირებდი მათთან ერთად წასვლას, მაგრამ მამამ უფლება არ მომცა
დავრჩი ოფაკიმის პოლიციის განყოფილებაში და რაციით ვუსმენდი რა ხდებოდა ფრონტზე და 13:25-ზე გავიგე: “ბუზუკაშვილი არ პასუხობს!“ 14:15 საათზე გავიგე კომუნიკაციის შეტყობინება: “სეგავ 1 (ეს მამაჩემის ზარის ნიშანია) და მისი მძღოლი დაიღუპა”. მე დავრჩი, უმწეო. დედამ დამირეკა და არ ვუპასუხე. ვერ ვიქნებოდი ის, ვინც მას ამ საშინელ ამბავს პირველი ეტყოდა. დაახლოებით 16:00 საათზე ჩვენს სახლში პოლიცია მოვიდა, მე კი ერთი საათის შემდეგ მივედი. მამას ცხედარი საღამოს რვა საათზე იპოვეს და მოასვენეს” – გვიყვება ლეილ ბუზუკაშვილი.
ისრაელის პოლიციის მეთაური იციკ ბუზუკაშვილი, 44 წლის, იყო. მას სამი შვილი ჰყავს. ორელი მამის დაცემის შემდეგ ისრაელის პოლიციის რიგებს შეურთდა. მისი ქალიშვილი ლეილი კი ცაჰალის რიგებში მსახურობს. ამასთან, სწავლობს უნივერსიტეტში. დანიელი ჯერ სკოლის მოსწავლეა.
“ჩემთვის ყოველთვის ცხადი იყო, რომ საზღვრის დაცვის მებრძოლად ჩავირიცხებოდი. მამა ნამდვილად არ მიბიძგებდა ამის გაკეთებისკენ, მაგრამ როცა ეს გადავწყვიტე, სახლში დიდი მხარდაჭერა მივიღე. 2021 წლის მარტში ჩავირიცხე სასაზღვრო დაცვის ჯარისკაცად და როცა დავამთავრე მებრძოლის წვრთნა გავიარე და დავინიშნე ძველი ქალაქის ტაძრის მთაზე. სამხედრო კურსის დამთავრების შემდეგ საველე მეთაურად გადამიყვანეს, სადაც სამსახური 2023 წლის 16 ნოემბერს უნდა დამესრულებინა” – ამბობს ლეილი.
ისრაელის პოლიციის ცნობით, შავ შაბათს მორიგე 60 პოლიციელი მტერთან ბრძოლაში დაიღუპა. საერთო ჯამში, ჰამასის ტერორისტებთან ბრძოლებში ათასზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. საზღვრის უსაფრთხოება სამხედროების პასუხისმგებლობაა, მაგრამ ისრაელის პოლიციამ იმ შაბათს თავისი საქმე ასი პროცენტით შეასრულა.