გლდანში, ქალის ცხედარი იპოვეს

თბილისში, გლდანში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ინდოელია, ცხედარი მის საცხოვრებელ სახლთან აღმოაჩინეს.  

გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად მცხოვრები ორი პირი სამართალდამცველებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.