ის ისეთი სიმპათიურია..” – რა თქვა პატარა გულშემატკივარმა მიქაუტაძის დანახვაზე: ქართველი “ლიონთან” კონტრაქტს აფორმებს

“მეცის” ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ლიონშია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

მიქაუტაძეს “ლიონის” ფანები შეხვდნენ. “ის ისეთი სიმპათიურია…” – ისმის ვიდეოში “ლიონის” პატარა ქომაგის სიტყვები.

შეგახსენებთ, გიორგის რამდენიმე დღის წინ “მონაკოს” უკავშირებდნენ, თუმცა ფეხბურთელმა “მონეგასკების” რიგებში გადასვლა ბოლო მომენტში გადაიფიქრა.

“მეცი” მიქაუტაძის სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს მიიღებს.

გიორგი პიერ საჟის გუნდს ავსტრიული შეკრებიდან დაბრუნებისთანავე, 28 ივლისს შეუერთდება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალ გუნდში მისი გასამრჯელო იმაზე ცოტათი მეტი იქნება, რასაც “აიაქსში” იღებდა.