“მედალი დედას მივუძღვენი… ჩვენმა მშობლებმა უდაბნო გადმოკვეთეს, რომ მე და ჩემს ძმას ყოველდღე საჭმელი და სუფთა წყალი გვქონოდა, ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ჩვენი მშობლებისთვისაა” – ნიკო უილიამსის ემოციური ვიდეო და დედისთვის ნაჩუქარი ჯილდო

წლევანდელმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატმა მართლაც ემოციების ზღვა მოგვიტანა, რომელიც ფინალის შემდეგაც გრძელდება. ქარტველი ფეხბურთელების გარდა, ამაში ესპანეთის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრების დამსახურებაცაა – ლამინ იამალმა და ნიკო უილიამსმა უამრავი გულშემატკივრის გული მხოლოდ ფეხბურთში გამოჩენილი ოსტატობით როდი მოიგეს.ახლახან განას სპორტული ვებგვერდიდან ვრცელდა ვიდეო, სადაც ნიკო უილიმსი გამარჯვების შემდეგ დედასთან გარბის და ეხუტება. მან თავისი, როგორც საუკეთესო ფეხბურთელის, მედალიც დედას მიუღძვნა.ოქროს მედალი დედაჩემს მივუძღვენი, რადგან ის არის ჩემი მისაბაძი მაგალითი და შთაგონების წყარო ცხოვრებაში,” – განაცხადა უილიამსმა.

451450662-1011773960621164-8067157426464966264-n-1721200583.jpg

ნიკო უილიამსი ესპანეთში დაიბადა მას შემდეგ, რაც მისმა მშობლებმა, როგორც სამოქალაქო ომიდან დევნილებმა, განადან ესპანეთში ჩააღწიეს. მათ 4 ათასი კილომეტრის ფეხით გავლა და უდაბნოს გადმოკვეთა მოუხდათ, რათა ესპანურ პორტამდე, მელილიამდე მიეღწიათ. იქედან კი ევროპაში ჩამოვიდნენ.ოსეი უმილიამსს და მარია არტუერის ორივე ვაჟი ფეხბურთელია. უფროსი ინიაკი უილიამსია, რომელიც ყოველთვის მთავარი მისაბაძი მაგალითი იყო ნიკოსთვის.მას მკაცრად ვზრდი. ნიკო სწრაფად ითვისებს ჩემს რჩევებს, არ წუწუნებს და ბევრს მუშაობს. თუმცა ჩვენს სახლს მატრიარქატი მართავს. დედის სიტყვა კანონია“, – იხსენებს ინაკი.

451424307-1011774323954461-9151475125086031334-n-1721200602.jpg

BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნიკომ დიდი მადლობა გადაუხადა მშობლებს: „ახლა ყველანი ერთად ვართ. ღვთის წყალობით მართლაც კარგად ვცხოვრობთ. ჩემი მშობლები ხედავენ მათი ვაჟების წარმატებას, რის გამოც ამდენი რამ გამოიარეს. ყველაფერი, რასაც მე და ჩემი ძმა ვაკეთებთ, ჩვენი მშობლებისთვისაა. მათ თავიანთი სიცოცხლესაფრთხეში ჩააგდეს, რომ მე და ჩემს ძმას უკეთესი მომავალი გვქონოდა. მათ მიაღწიეს ამას და მე სამუდამოდ ვაფასებ იმას, რაც მამაჩემმა და დედაჩემმა გააკეთეს ჩვენთვის – ისინი მებრძოლები არიან. მათ პატივისცემა და მძიმე შრომა გვასწავლეს, ყოველდღიურ მუშაობას მიგვაჩვიეს, რადგან უკეთეს მომავალს საჩუქრად არავინ იძლევა. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მშობლები მყავს და ყველაფერს გავაკეთებ,რომ მათ იამაყონ ჩემით“ – თქვა ნიკომ.

451430116-1011773993954494-2095270618124397642-n-1721200622.jpg

როგორც აღმოჩნდა, ის და მისი ძმა, ინაკი, დღემდე ეძებენ ადვოკატს, რომელიც მის მშობლებს ესპანეთში დამკვიდრებაში დაემარა.

„როცა მშობლებმა ესპანეთის საზღვარი გადმოკვეთეს, ისინი დააპატიმრეს. სწორედ იქ გაუმართლათ – მათთან ადვოკატი მივიდა, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი დახმარებით ფეხბურთელი ძმების მომავალი მშობლები ომის დევნილებად დარეგისტრირდნენ და იმავე ადვოკატმა ისინი ბილბაოში გაგზავნა სოციალური მომსახურებისმისაღებად“ – ამბობს ინაკი უილიამსი და ინტერვიუებში ხშირად აღიარებს, რომ მის პოვნას ცდილობდა, მაგრამ მისმა მშობლებმა ადვოკატის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ბილბაოში უილიამსებს ადგილობრივი მღვდელი დახვდათ, ინაკი მარდონესი: მან შეიფარა ლტოლვილები. უფროს შვილს, სწორედ მისი სახელი, ინიაკი დაარქვეს, რომელიც მომავალი ფეხბურთელის ნათლიაც გახდა.„მასთან დღემდე ვურთიერთობთ, მის მოსანახულებლად ხშირად მივდივარ. თუმცა ხანდახან დიდი ხნით ქრება აფრიკაში – იქ მოხალისეობრივ სამუშაოს ასრულებს“ – იხსენებს ინაკი და მადლიერებას გამოხატავს ესპანეთის მიმართ, რომელმაც მისმშობლებს გადარჩენის შანსი მისცა:

2638a831-f4df-4277-b537-6e3ddba39531-1721200673.jpg

„ჩემი მშობლების მაგალითი მაძლიერებს. მართალი გითხრათ, უდაბნოს გადმოკვეთის შემდეგ, მამაჩემმა ფეხის გულებზე მგრძნობელობა ბოლომდე დაკარგა, ძალიან ბევრი მათი მეგზური დაიღუპა უდაბნოში. რამდენი იბრძოლეს, რომ მე და ჩემს ძმას სკოლაში გვევლო, სახლში სუფთა წყალი გვქონოდა და ყოველდღე გვეჭამა საჭმელი – მათ ბავშვობაში ეს ყველაფერი არ ჰქონიათ“ – ამბობს ინაკი უილიამსი, რომელიც განას ნაკრებში სატამაშოდ დაბრუნდა. „ჩემმა მშობლებმა მაზიარეს იმ ღირებულებებს, რომელიც თმენას, პატივისცემასა და სიყვარულს ეფუძნება, მათ მასწავლეს, რომ ამ მუდმივი ბრძოლისას, ცხოვრებას ყოველთვის სახეში უნდა უყურო, უნდა გააგრძელო ზრდა და მუშაობა საკუთარი პიროვნებისა დაპროფესიული თვისებების სრულყოფისთვის.აი, ამიტომაც ვგრძნობ, რომ მოვიდა დრო – გავაცნობიერო ჩემი ფესვები და ის, თუ რას ნიშნავს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის აფრიკა და განა. მინდა დავიბრუნო პატარა ნაწილი იმისა, რაც განამ მომცა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში. დღეს იწყება დიდი გამოწვევა, დღეიდან დავიცავ განას ნაკრების ღირსებას“, – განაცხადა უილიამსმა ორი წლის წინ მიცემულ ინტერვიუში.