14 ივლისს ევრო 2024-ის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დე ლა ფუენტეს ესპანეთმა საუთგეიტის ინგლისს 2:1 მოუგო.
ტურნირის დასრულების შემდეგ საჯარო კომენტარი უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა გააკეთა, რომლის ერთ-ერთ მონაკვეთშიც ქართველი ფეხბურთელიცაა ნახსენები.
ჩეფერინმა ტურნირის შეფასებასთან ერთად რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი დაასახელა, საქართველოს ნაკრებზე საუბრისას კი უეფას პრეზიდენტმა ხვიჩა კვარაცხელია ყველასგან გამოაცალკევა.
კვარამ ევრო 2024-ზე 1 გოლი გაიტანა, ეს გოლი კი უმნიშვნელოვანესი იყო. შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ პორტუგალიის კარის აღება შეძლო.