განმუხურში, მდინარე ენგურისა და ჯუმის შესართავთან, 15 წლის მოზარდს ეძებენ. მდინარის ნაპირთან ნაპოვნია მისი ტანსაცმელი.
ბიჭი ანაკლიაში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, ადგილიდან, სადაც მოზარდს ეძებენ, ადრე ქვა-ღორღი ამოჰქონდათ და ბანაობა აკრძალული იყო.
როგორც ,,პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საძიებო სამუშაოებში ჩართულები არიან მყვინთავებიც. ადგილზე იმყოფება პოლიცია.