ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს ქალიშვილის შესახებ, რომელიც მას მომღერალ სოფო ნიჟარაძისგან ჰყავს:
“ალისას, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გახდა 4 წლის, ახალი საყვარელი საქმიანობა გაუჩნდა – სულ ეძებს და უმეგობრდება ახალ ბავშვებს და დამეგობრებიდან ცოტა ხანში აუცილებელ რიტუალად ამკვიდრებს “მოდი ერთად ვილოცოთ, რომ მამაჩემი მალე გამოვიდეს”.
საოცრებაა ისიც, რომ არცერთი ბავშვი უარს არ ეუბნება და არიან ასე საერთო პირჯვრის წერაში და ბუტბუტში” – წერს სააკაშვილი.
ექსპერზიდენტს ოთხი შვილი ჰყავს.ედუარდი და ნიკოლოზი სანდრა რულოვსთან ქორწინებაში შეეძინა, ელის მარია სააკაშვილი, სოფო ნიჟარაძესთან ურთიერთობიდან. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის ლიზა იასკოსთან ქმნიდა ახალ ოჯახს, უმცროსი ქალიშვილი სწორედ რადას დეპუტატთან თანაცხოვრებისას შეეძინა.