ბუდუ ზივზივაძემ დუბლი შეასრულა – “კარლსრუემ” “ჰოფენჰაიმი” 4:1 დაამარცხა

ბუდუ ზივზივაძე “კარლსრუეს” საზაფხულო სამზადისს შეუერთდა და “ჰოფენჰაიმთან” ამხანაგურ მატჩში სასტარტო შემადგენლობაშიც მოხვდა.

მეტიც, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა პირველ ტაიმში დუბლიც შეასრულა, რამაც ბუნდესლიგის ბინადარის განადგურებაში (4:1) დიდი როლი ითამაშა.