პლაჟზე თამაშის დროს ორმოების ამოთხრა შეიძლება სასიკვდილო იყოს და ბევრი ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს

მილიონობით ადამიანი ყოველწლიურად ისვენებს ზღვაზე და ბევრ მათგანს არც კი ესმის, რამდენად საშიში შეიძლება იყოს ორმოს გათხრა – ერთი შეხედვით უვნებელი თამაში.

სტივენ ლაზერმანმა, სანაპირო მეცნიერებათა პროფესორმა, განმარტა, თუ რატომ ჯობია შვებულებაში ქვიშის თხრას თავი აარიდოთ, თუნდაც ძალიან გინდოდეთ. ხვრელების გათხრა შეიძლება უდანაშაულო საქმიანობად ჩანდეს, მაგრამ როგორც კი ორმო საკმარისად ღრმაა და ქვიშა ჩამოინგრევა, შეიძლება გაძნელდეს ამოსვლა. ასევე არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ადამიანები ბევრად უფრო ხშირად იღუპებიან დახრჩობით  ჩამონგრეული ქვიშის გამო, ვიდრე წყალში. 

ქვიშის ზომა მერყეობს 0,06-დან 2 მილიმეტრამდე. პლაჟებზე ქვიშა შედგება მინერალების ნაზავისაგან და როცა გაშრება, ერთი კუბმეტრი დაახლოებით 60 კილოგრამამდე იწონის.

ქვიშა უფრო სტაბილურია, როდესაც ის სველია, რადგან ზედაპირულ დაძაბულობას წყალსა და ქვიშის მარცვლებს შორის შეუძლია ქვიშის გროვა შეინარჩუნოს. მაგრამ როგორც კი გაშრება, წყობა იშლება, რადგან ზედაპირული დაძაბულობა აღარ იქმნება, გვაფრთხილებს ლაზერმანი. ასე რომ, თუ სანაპიროზე ხვრელს გააკეთებთ, ის სტაბილური იქნება მანამ, სანამ ქვიშა სველი იქნება. როგორც კი გაშრება, ხვრელი იწყებს ნგრევას.თუ ადამიანი ასეთ ხაფანგშია, მას ჰაერი არ აქვს სასუნთქად. მაგალითად, ზვავებში ჩავარდნილ მოთხილამურეებს შეუძლიათ ხელებით დააკავონ საჰაერო ჯიბის შესაქმნელად, რადგან თოვლი მსუბუქია. მაგრამ ქვიშის შემთხვევაში ეს არ მუშაობს.

ძალიან რთულია ადამიანის გადარჩენა ჩამონგრეული ქვიშის ხვრელიდან, რადგან ქვიშა მძიმე და არასტაბილურია. როდესაც მაშველები იწყებენ ქვიშის ამოღებას მსხვერპლის გასათავისუფლებლად, ხვრელი კვლავ იშლება მაშველების წონის ქვეშ და კვლავ ივსება ქვიშით. მაშველებს მხოლოდ სამიდან ხუთ წუთამდე აქვთ დარჩენილი, ხვრელში ჩარჩენილი ადამიანის გასათავისუფლებლად, სანამ ის დაიხრჩობა. ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, არასოდეს გათხაროთ ორმო უფრო ღრმად, ვიდრე ადამიანის მუხლის სიმაღლეა.

ასე რომ, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ადამიანს, რომელიც ხაფანგშია? პროფესორი ლაზერმანი გვირჩევს ყურადღების გამახვილებას პირის ღრუდან ქვიშის ამოღებაზე.მხოლოდ ორმა ან სამმა მაშველმა უნდა იმუშაოს დაზარალებულთან ახლოს. ამ დროის განმავლობაში სხვებმა უნდა იმუშაონ ქვიშის გასასუფთავებლად უფრო შორ მანძილზე. – წერს უცხოური მედია