მდინარე მოულოდნელად ადიდდა და ერთმანეთს 13 სატვირთო გემი შეეჯახა – დაიღუპა 14 ადამიანი: ფილიპინებიდან შოკისმომგვრელი კადრები ვრცელდება

ფი­ლი­პი­ნებ­ში, მდი­ნა­რე მა­რი­კი­ნას ძლი­ე­რი დი­ნე­ბის გამო, სულ მცი­რე 13 სატ­ვირ­თი გემი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა. მე­დი­ის ცნო­ბით, და­ზი­ან­და ხი­დის ნა­წი­ლიც, ზო­გი­ერ­თი ნავი ამოტ­რი­ალ­და, ზოგი კი ძლი­ერ­მა დი­ნე­ბამ წა­ი­ღო.

მაშ­ვე­ლებ­მა 20 ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს.

წყლის დო­ნემ მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ი­მა­ტა და დი­ნე­ბაც ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ბევ­რად ძლი­ე­რი იყო. გე­მე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ე­ჯა­ხა. და­ვი­ნა­ხე, რო­გორც ცდი­ლობ­დნენ ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბი წყალ­ში გა­დახ­ტო­მას“, – გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა.

ფი­ლი­პი­ნე­ბის კა­ტას­ტრო­ფე­ბის რის­კის შემ­ცი­რე­ბი­სა და მარ­თვის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბით, შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 14 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა.