სვანეთში ორი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა, ძებნა-შველის ოპერაციაში ჩაერთო ავიაციაც.
სამძებრო სამუშაოებს ადგილზე პირადად ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, თემურ მღებრიშვილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე სამუშაოებისთვის ასევე იყენებს სამთო-სამაშველო ძალებსა და დრონებს. შეგახსენებთ ადგილზე ორ მოქალაქეს უკვე მეოთხე დღეა ეძებენ.
დაკარგულებთან სატელეფონო კონტაქტი ბოლოს 22 ივლისს შედგა