ცნობილი ქართველი მოდელი გათხოვდა – ქორწინება ნიუ-იორკში: ვინ არის თათია ახალაიას რჩეული?

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მო­დელი თა­თია ახა­ლა­ია და­ო­ჯახ­და. მისი რჩე­უ­ლი ლე­ვან კო­ბა­ხი­ძეა. წყვილ­მა ამე­რი­კა­ში იქორ­წი­ნა. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით თა­თია და ლე­ვა­ნი ნიუ-იორკში ცხოვ­რო­ბენ. კო­ბა­ხი­ძე კომ­პა­ნია Making Science • Sweeft-ის კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რია. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც თა­თი­ამ კა­რი­ე­რა შტა­ტებ­ში გა­აგ­რძე­ლა, ლე­ვან­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და­ტო­ვა და შეყ­ვა­რე­ბულს შტა­ტებ­ში გაჰ­ყვა.

თა­თია ახა­ლა­ია მო­დის სამ­ყა­რო­ში 2017 წელს გა­მოჩ­ნდა. მას­თან ისე­თი ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბი თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ, რო­გო­რი­ცაა: MIU MIU, Dolce & Gabbana, Givenchy, Emilio Pucci, Zuhair Murad, Roberto Cavalli, Christian Siriano დასხვე­ბი.

თა­თია მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 3 წლის ასაკ­ში მშობ­ლებ­თან ერ­თად გად­მო­ვი­და.

“ჩემი მშობ­ლე­ბი აფხა­ზე­თი­დან არი­ან, იქ გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რა­ღა­ცე­ბი მახ­სოვს, მახ­სოვს ჩემი სახ­ლი და ყო­ველ­თვის მე­ნატ­რე­ბა.

არ მინ­დო­და მო­დე­ლო­ბა, ია კიწ­მა­რიშ­ვილ­მა რამ­დენ­ჯერ­მე მთხო­ვა მის­ვლა. ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ არ მინ­დო­და. ბო­ლოს ვი­ფიქ­რე, მი­ვი­დო­დი და ავუხ­სნი­დი, რომ არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და ეს სფე­რო და წა­მო­ვი­დო­დი უკან. ჩემი ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ალ­ბათ, იმით აიხ­სნე­ბო­და, რომ, როცა მე ვი­წყებ­დი, მო­მო­და­ში ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფი­გუ­რა არ გვყავ­და. ყვე­ლა ძვე­ლი მო­დე­ლი ან წამ­ყვა­ნი გახ­და, ან ხომ ხვდე­ბით. ეგ ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არ იყო და ამი­ტომ არ მინ­დო­და”, – ამ­ბობ­და მო­დე­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

გა­სულ წელს თა­თია ახა­ლა­ია Vera Wang-ის კამ­პა­ნი­ა­ში გა­მოჩ­ნდა, ასე­ვე მისი კად­რე­ბი გა­ვი­გეთ Charlotte Tilbury-ს სა­რეკ­ლა­მო რგოლ­ში. თა­თი­ამ ითა­ნამ­შრომ­ლა Louis Vuitton-თან, YSL-თან, Elie Saab-სა და სხვა ცნო­ბილ ბრენ­დებ­თან.