მე-11 კლასში მომიტაცეს, ქმრის ოჯახი სწავლას მიშლიდა… მეორედ თურქ მამაკაცზე გავთხოვდი, პოლიციელია, სამმართველოს უფროსი” – 41 წლის სტუდენტი ქალის მრავალფეროვანი ცხოვრება

მე11 კლას­ში მო­მი­ტა­ცეს, ქმრის ოჯა­ხი სწავ­ლას მიშ­ლი­და… მე­ო­რედ თურქ მა­მა­კაც­ზე გავ­თხოვ­დი, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ე­ლია” – ქალი, ბევ­რი პრო­ფე­სი­ით: 41 წლის სტუ­დენ­ტის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბა”სწავ­ლი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ჩემ­ში ალ­ბათ გე­ნე­ტი­კუ­რად არის ჩა­დე­ბუ­ლი. იმ გა­რე­მო­ში, სა­დაც ვიზ­რდე­ბო­დი, გა­ნათ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტი იყო. ამი­ტომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა, სულ ვსწავ­ლობ” – გვე­უბ­ნე­ბა 41 წლის ნანა ბე­გი­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც შარ­შან ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა და მე­ო­რე კურ­სზე უმაღ­ლე­სი ქუ­ლე­ბით გა­და­ვი­და, რო­მელ­საც სტი­პენ­დი­აც და­ე­ნიშ­ნა…უკვე მე­სა­მე პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბა და მის­თვის ეს შე­სა­ბა­მი­სად მე­სა­მე უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბე­ლია. ნა­ნას თურ­ქი მე­უღ­ლე ჰყავს, ამ­ჟა­მად თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად ჩვენც იქ და­ვუ­კავ­შირ­დით.

მე კი არა, 83 წლის ბებო მყავს და დღემ­დე აქ­ტი­უ­რად კი­თხუ­ლობს წიგ­ნებს, გა­ზე­თებს, ამას­თან, გვერ­დით უდევს ბლოკ­ნო­ტი, სა­დაც მის­თვის ახალ სი­ტყვებს იწერს. ხომ ვამ­ბობ, გე­ნე­ტი­კუ­რად გად­მო­მე­ცა სწავ­ლის სიყ­ვა­რუ­ლი… ჩემ­თვის არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი ასა­კი, გა­რე­მო, დაბ­რკო­ლე­ბა, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში გა­ნე­ლე­ბა პირ­ველ ად­გილ­ზეა. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ახლა ჩემს მე­სა­მე პრო­ფე­სი­ას ვე­უფ­ლე­ბი.

– პირ­ვე­ლად უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში რო­მელ წელს ჩა­ა­ბა­რეთ?

– 2000 წელს „უცხო ენებ­ში“ ინ­გლი­სუ­რი ენის პე­და­გო­გი­ურ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მა­შინ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ენი­სა და კულ­ტუ­რის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერ­ქვა. პე­და­გო­გო­ბა არ მინ­დო­და, მაგ­რამ დე­დაც პე­და­გო­გია, თბი­ლი­სის 77-ე სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლია, ბე­ბოც პე­და­გო­გია და ჩემი მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­აც მათი სურ­ვი­ლის გამო ავირ­ჩიე. მე ინ­გლი­სუ­რი ენის თარ­ჯიმ­ნო­ბა მინ­დო­და, რად­გან ინ­გლი­სურ ენას ბავ­შვო­ბი­დან ვსწავ­ლობ­დი.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ გა­ა­მარ­თლა?

– კი, მაგ­რამ კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, თუმ­ცა ერთი ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია მაქვს… მე­თერ­თმე­ტეკ­ლა­სე­ლი ვი­ყა­ვი, რომ მო­მი­ტა­ცეს და მერე ღა­მის სკო­ლის დამ­თავ­რე­ბა მო­მი­წია… ოჯა­ხი, რო­მელ­შიც მოვ­ხვდი, წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, რომ მეს­წავ­ლა. მალე შვი­ლიც შე­მე­ძი­ნა. ჩემი ოჯა­ხიც სი­ხა­რუ­ლით არ შეხ­ვედ­რია იმ ქორ­წი­ნე­ბას. ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, იქ მე­ცხოვ­რა, სა­დაც აღ­მოვ­ჩნდი… ბავ­შვის დამ­ტო­ვე­ბე­ლი არ მყავ­და, ქი­რით ვი­ყა­ვით და შვილს ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს, მის შვი­ლებს, მე­ზო­ბელს ვუ­ტო­ვებ­დი…

– მი­უ­ხე­და­ვად ამ სირ­თუ­ლე­ე­ბი­სა, სწავ­ლა მა­ინც შე­ძე­ლით…

კი… პირ­ვე­ლი პრო­ფე­სია, ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი 2004 წელს და­ვამ­თავ­რე. მერე ჩუ­მად წა­ვე­დი და სინ­ქრო­ნუ­ლი თარ­გმნის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე შე­ვი­ტა­ნე სა­ბუ­თე­ბი. სტუ­დენ­ტი რომ გავ­ხდი, ამის შე­სა­ხებ მერე ვთქვი. 2 წელ­ში თარ­ჯი­მან-რე­ფე­რენ­ტის წო­დე­ბა მო­მა­ნი­ჭეს. მაგ კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე თბი­ლი­სის სა­გა­და­სა­ხა­დო ინ­სპექ­ცი­ა­ში – შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­ში. სულ სხვა გან­ხრით წა­ვე­დი, სა­დაც 2 წელი ვი­მუ­შა­ვე და ბო­ლოს კან­ცე­ლა­რი­ის უფ­რო­სის პოს­ტი­დან წა­მო­ვე­დი.

– თქვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­და?

– 2006 წელს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რად და ბევ­რი მი­ზე­ზის გამო განვქორ­წინ­დი… 2006 წლის მერე სულ ვმუ­შა­ობ­დი, მათ შო­რის, სას­ჯელ აღ­სრუ­ლე­ბის პირ­ველ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რე­ჟი­მის გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­სპექ­ტო­რი ვი­ყა­ვი. შემ­დეგ ერთ-ერთ სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში გა­და­ვი­ნაც­ვლე, ამას კი­დევ ერთი ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნია მოყ­ვა. სულ ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე გახ­ლდით. 2019 წელს სვა­ნეთ­ში გზაც გა­ვიყ­ვა­ნე. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე ვი­ყა­ვი – 30 კაცი მე­ბა­რა. 10-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვეთ­ზე ვი­მუ­შა­ვეთ. გზა უშ­გუ­ლი­დან 15 კი­ლო­მეტრშია, ლენ­ტე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და იქი­დან მეს­ტი­ა­ში გა­და­დის. ახ­ლან­დე­ლი ჩემი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც თურ­ქია, ზუს­ტად ამ პრო­ექ­ტის მეშ­ვე­ო­ბით გა­ვი­ცა­ნი. მა­შინ თურ­ქულ კომ­პა­ნი­ებ­თან მქონ­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­დე­ბუ­ლი. ამა­სო­ბა­ში ჩემი შპს-ც შევ­ქმე­ნი და თბი­ლის­ში სუ­ვე­ნი­რე­ბის მა­ღა­ზი­აც მქონ­და. მოკ­ლედ, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი მოვ­სინ­ჯე – თუკი რა­მე­ზე სად­მე ხელი მი­მიწ­ვდე­ბო­და. მთა­ვა­რი კი ერთი იყო ყო­ველ­თვის, სა­მარ­თლის სწავ­ლა მინ­დო­და… ეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი­დევ უფრო მინ­დო­და. ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის გარ­შე­მო ბევრ კა­ნონ­დარ­ღვე­ვას ვხე­დავ­დი და ხმას ვერ ვი­ღებ­დი თუნ­დაც ასა­კის გამო, ში­შის ფაქ­ტო­რი მქონ­და… მერე ქა­ლა­ქის ინ­სპექ­ცი­ა­ში რომ ვი­მუ­შა­ვე, სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სი ვის­წავ­ლე, სას­ჯელ აღ­სრუ­ლე­ბა­ში – სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი…

ნელ-ნელა მო­დი­ო­დით იმის­კენ, რომ სა­მარ­თალ­ზე ჩა­გე­ბა­რე­ბი­ნათ და 2023 წელს, შარ­შან ზა­ფხულ­ში, 40 წლის ასაკ­ში ჩა­ი­რი­ცხეთ კი­დეც ამ ფა­კულ­ტეტ­ზე…

– კი, ასე, ეტა­პობ­რი­ვად მოვ­დი­ო­დი, მარ­ტო­ხე­ლა დე­დის სტა­ტუ­სი მქონ­და და მა­ნამ­დე ცხოვ­რე­ბა შვილს მი­ვუ­ძღვე­ნი… ჩემი გო­გო­ნა 22 წლის გახ­დე­ბა, „ილი­ა­უ­ნის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ამ­თავ­რა… სა­ნამ ის სწავ­ლობ­და, ჩემი ამ­ბი­ცი­ე­ბის და სურ­ვი­ლე­ბის გამო შვილს ვერ მი­ვა­ტო­ვებ­დი. მე­ო­თხე კურ­სზე რომ იყო, უცებ გა­დავ­წყვი­ტე, მოდი, გავ­რის­კავ და ჩა­ვა­ბა­რებ-თქო. 2023 წლის 28 თე­ბერ­ვალს დავ­ჯე­ქი და ჩე­მით და­ვი­წყე ის­ტო­რი­ა­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. თურ­ქეთ­ში ვი­ყა­ვი, არ მქონ­და წიგ­ნი. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი იმი­ზე­ზებს, რომ ვერ ის­წავ­ლა, მისი არ მეს­მის. სწავ­ლა თუ გინ­და, რო­გორ ვერ უნდა ის­წავ­ლო?! წიგ­ნი არ მქონ­და, რე­პე­ტი­ტო­რიც არ მყავ­და და მო­ვინ­დო­მე, ინ­გლი­სურ ენა­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბა არ მჭირ­დე­ბო­და, ქარ­თუ­ლის გაკ­ვე­თი­ლებს იუ­ტუბ­ზე, ინ­ტერ­ნეტ-სკო­ლას ვუს­მენ­დი. სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა ზო­გა­დად მდი­და­რი მაქვს, სკო­ლა­ში სა­უ­კე­თე­სო მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი.

– და ის­ტო­რი­ა­ში წიგ­ნის გა­რე­შე რო­გორ მე­ცა­დი­ნე­ობ­დით?

ჩემი შვი­ლი XI-XII კლა­სის ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში გვერ­დებს ფო­ტო­ებს უღებ­და და იმას მიგ­ზავ­ნი­და. ტე­ლე­ფო­ნით რთუ­ლი იყო იმის გარ­ჩე­ვა, ამი­ტომ ბლოკ­ნოტ­ში ვი­წერ­დი, წიგ­ნის სა­ხეს ასე ვაძ­ლევ­დი და მერე ვსწავ­ლობ­დი… გა­მოც­დებ­ზეც გა­ვე­დი, ჩა­ვა­ბა­რე და კარ­გი ქუ­ლე­ბი ავი­ღე… უკვე მე­ო­რე კურ­სზე გა­და­ვე­დი. სტუ­დენ­ტე­ბი ხომ ჩემ­ზე უმ­ცრო­სე­ბი არი­ან, მაგ­რამ ლექ­ტო­რე­ბიც ჩემ­ზე უმ­ცრო­სე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ… ახლა და­მე­ნიშ­ნე­ბა სტი­პენ­დია იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ქულა – 92 მო­ვი­პო­ვე. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად დავ­დი­ვარ. არა­ვინ რომ არ იყოს, მე ნე­ბის­მი­ერ ამინ­დში იქ ვარ. ამას ჩემი ლექ­ტო­რე­ბიც და­ა­დას­ტუ­რე­ბენ.

– 40 წლის ასაკ­ში ჩა­ბა­რე­ბა და ოც­ნე­ბის ახ­დე­ნა მა­ინც იშ­ვი­ა­თია. კურ­სე­ლებ­მა, ჯგუ­ფე­ლებ­მა რო­გორ მი­გი­ღეს?

– ძა­ლი­ან კარ­გად. სა­ერ­თოდ თვი­თონ ვერ ვგრძნობ ასაკს. ვერ აღ­ვიქ­ვამ ისე, რომ ისი­ნი ჩემს შვილ­ზე პა­ტა­რე­ბი არი­ან. ლექ­ტო­რე­ბიც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ნი­ჭი­ე­რე­ბი და ხელს მი­წყო­ბენ. თურ­ქეთ­ში რომ მოვ­დი­ვარ, წი­ნას­წარ ვა­ბა­რებ იმას, რაც უნდა ახ­სნან ან რომ ჩავ­დი­ვარ, ყვე­ლა­ფერს ერ­თბა­შად ვა­ბა­რებ. სულ ვსწავ­ლობ და ვმე­ცა­დი­ნე­ობ.

– მე­უღ­ლე და შვი­ლი რას გე­უბ­ნე­ბი­ან?

– მე­უღ­ლე თა­ვი­დან მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და, სა­ნამ ჩა­ვა­ბა­რებ­დი, აქ ვი­ყა­ვი, რომ ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. ახლა წას­ვლა-წა­მოს­ვლა რომ მი­წევს, ცო­ტას ბრა­ზობს ხოლ­მე, მაგ­რამ მა­ინც ეგუ­ე­ბა, თვი­თო­ნაც იუ­რის­ტია, პო­ლი­ცი­ე­ლია, აქ სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი გახ­ლავთ. შვი­ლიც იუ­რის­ტი ჰყავს. არ არ­სე­ბობს, თბი­ლის­ში გა­მოც­და­ზე გა­ვი­დე და აქე­დან არ და­მირ­ე­კოს, აბა, შენ იცი, შენ ამას შეძ­ლებ, წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებ, არ ინერ­ვი­უ­ლო. ჩემს შვილს უხა­რია, მეხ­მა­რე­ბა, ნი­ჭი­ე­რი გოგა. 6 ენა იცის, მათ შო­რის, კო­რე­უ­ლი, ია­პო­ნუ­რი, ინ­გლი­სუ­რი, ფრან­გუ­ლი… ­სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და და კო­რე­ა­ში უნდა წას­ვლა.

– სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

– პრო­კუ­რო­რო­ბა მინ­და. სის­ხლის სა­მარ­თლით უნდა გან­ვაგ­რძო ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა. მე­უბ­ნე­ბი­ან, ძნე­ლია, გა­გი­ჭირ­დე­ბაო, სწო­რედ ის ძნე­ლი მინ­და, რომ გა­ვა­კე­თო და ის ძნე­ლი ამოვხსნა. ვე­ლო­დე­ბი თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას და გა­ი­სად ვა­პი­რებ თურ­ქეთ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე შე­ვი­ტა­ნო სა­ბუ­თე­ბი. აქა­უ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლიც მინ­და, და­ვამ­თავ­რო. თურ­ქუ­ლი ენა ვიცი.

– მუდ­მი­ვად სტუ­დენ­ტი და სწავ­ლის პრო­ცეს­ში მყო­ფი ქალ­ბა­ტო­ნი ჩვენს მკი­თხველს რას ეტყო­დით?

– რო­გორც მო­მა­ვა­ლი სა­მარ­თალმცოდ­ნეს მინ­და, რომ მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დატ­რე­ნინ­გე­ბა სა­მარ­თლის კუ­თხით, ასაკს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რად­გან სა­მარ­თლის კუ­თხით, ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, ვის რის უფ­ლე­ბა აქვს. რა­ღაც­ნა­ი­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა შეძ­ლოს კა­ნო­ნე­ბის შეს­წავ­ლა. ეს სკო­ლი­დან­ვე მოხ­დე­ბა, თუ შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, არ ვიცი, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა იცოდ­ნენ. კი­დევ იმის თქმა მინ­და, რომ ზოგს შვი­ლი კერ­ძო სკო­ლა­სა თუ სას­წავ­ლე­ბელ­ში დაჰ­ყავს, რა­შიც თან­ხებს იხ­დის. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, სად ის­წავ­ლის ადა­მი­ა­ნი და სად მი­ი­ღებს გა­ნათ­ლე­ბას სოფ­ლის სკო­ლა­ში თუ კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მთა­ვა­რია, სწავ­ლის სურ­ვი­ლი ჰქონ­დეს და ცოდ­ნას მი­ღე­ბა ყველ­გან შე­იძ­ლე­ბა. ისე­ვე რო­გორც ღმერ­თი ყველ­გან არის. აქ არ არის ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტა­ძა­რი, მაგ­რამ სახ­ლში მაქს ხა­ტე­ბი, სან­თლებს ვან­თებ და ვლო­ცუ­ლობ. ამის­თვის კუ­თხე მაქვს მო­წყო­ბი­ლი, იქვე ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი კუ­თხეც გა­ვა­კე­თე. დრო­შა კი სულ ჩან­თით და­მაქვს. ასე რომ, ერთ სახ­ლში მე და ჩემი ქმრის სა­ხით ორი რე­ლი­გია უპ­რობ­ლე­მოდ თა­ნა­ცხოვ­რობს. არა­ვინ თქვას, რომ რამე ვერ შე­ძე­ლო, ვერ მო­ას­წრო, ხელი რა­ღა­ცამ შე­უ­შა­ლა, სწავ­ლის­თვის დაბ­რკო­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, სურ­ვი­ლი და მონ­დო­მე­ბაა სა­ჭი­რო.