რიკოთის საავტომობილო მაგისტრალზე ძლიერი წვიმის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო. რა ვითარებაა ამ დროისთვის და რა რეჟიმით მიმდინარეობს საავტომობილო გადაადგილება, ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ კომენტარისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა.
„ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის მშენებარე მონაკვეთთან გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყალი და ტალახი მყისიერად გაიწმინდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხების გარეშე მიმდინარეობს“, – განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში