რუსეთში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა | არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთში სარკინიგზო კატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა. ვოლგოგრადის რეგიონში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი კამაზის ტიპის სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი, 100-მდე მგზავრი კი დაშავდა. ვაგონებში სულ 812 მგზავრი იმყოფებოდა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება.