საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შედეგად, კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გუშინ, დიდი ბრიტანეთის ქალაქ საუთპორტში მდებარე ერთ-ერთ საცეკვაო სკოლაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად დაშავებული ცხრა წლის გოგონა დღეს დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. გუშინ დაღუპული ორი ბავშვის ასაკი ექვსი და შვიდი წელია.
BBC-ის ცნობით, დაშავებული ხუთი ბავშვისა და ორი ზრდასრულის მდგომარეობა მძიმეა.