ბრაზილიის ქალაქ კურიტიბაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს. კადრები თვითმხილველებმა გადაღეს. ექსპერტებმა კადრების ავთენტიკურობა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ეს ამოუცნობი მფრინავის ობიექტის აქამდე გადაღებული ყველაზე მკვეთრი კადრებია.
სპეციალისტები მოვლენას ჯერ ვერ ხსნიან. ვარაუდობენ, რომ საქმე შეიძლება მეტეოზონდს, ან მფრინავ საჰაერო ბუშტს ეხებოდეს. თუმცა კონკრეტული პასუხის გაცემა ჯერ ვერავინ შეძლო.