ყვარელში 45 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 45 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

მამაკაცს მეზობლებმა მას შემდეგ მიაკვლიეს, რაც გარშემო მცხოვრებმა ოჯახებმა სპეციფიკური სუნი იგრძნეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი სოფელში მარტო ცხოვრობდა და ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაშიც ამჩნევდნენ.

რამდენიმე წლის წინ, მამაკაცი საცხოვრებლად დასთან, იტალიაში წავიდა, თუმცა გარემოს ვერ შეეგუა და უკან დაბრუნდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად, ცხედარი გურჯაანში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით დაიწყო.