ჰამბურგში, მე-6 დღეა, ალექსანდრე ბებიაშვილს ეძებენ

უკვე 6 დღეა, ჰამბურგში, ალექსანდრე ბებიაშვილს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ჰამბურგიდან ბერლინში გამგზავრებას გეგმავდა, რა დროსაც მისი კვალი გაქრა.

”იძებნება ალექსანდრე (სანდრო) ბებიაშვილი!!!

30 ივლისს გაემგზავრა ქალაქ ჰამბურგში მატარებლით ჰამიდან (Hamm), საიდანაც გეგმავდა ბერლინში გამგზავრებას.  მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოდის. არ ჰქონდა თან საბუთები.

გთხოვთ თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას სანდროს შესახებ, რომელმაც დაკარგა საბუთები, გამომეხმაურეთ,” – წერს დაკარგულის ახლობელი სოციალურ ქსელში.