იტალიის საკურორტო ქალაქ კროტონეს სანაპიროზე ტრაგედია მოხდა – 47 წლის უკრაინელი კაცი გარდაიცვალა. გარდაცვალების თავდაპირველ მიზეზად კრაზანის ნაკბენი და შედეგად გამოწვეული ანაფილაქსიური შოკი იყო, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მის დაკბენა კრაზანების გუნდმა ვერ მოასწრო.
- შემთხვევა 27 ივლისს მოხდა. სანაპიროზე მყოფ დამსვენებელს კრაზანების გუნდი დაესხა თავს. შეშინებულ კაცს, მათთვის თავი რომ დაეღწია ზღვაში ჩაყვნითა, თუმცა იმდენად ნერვიულობდა, რომ წყალში ინფარქტი დაემართა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ექიმებმა ვერ მოასწრეს მისთვის სასწრაფო დახმარების გაწევა, რადგან სანაპიროზე დიდი რაოდენობის კრაზანები დაფრინავდნენ. ცუდად მყოფ დამსვენებელს პოლიცია ვერ მიუახლოვდა. როდესაც მწერების გუნდი გაფანტეს, უკვე გვიანი იყო, უკრაინელი გარდაიცვალა.
თავდაპირველად ითვლებოდა, რომ სიკვდილის მიზეზი ანაფილაქსიური შოკი იყო, მაგრამ გარდაცვლილის სხეულზე ნაკბენი არ აღმოჩნდა. სამედიცინო დასკვნით ცნობილი გახდა, რომ კაცს წყალში გულის შეტევა დაემართა.
გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოლდოვაში, პარტიის “მოქმედება და სოლიდარობა“ (PAS) დეპუტატი, იური პასატი, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი კრაზანების ნაკბენით გამოწვეული ანაფილაქსიური შოკი გახდა.
- პირველადი დახმარება ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენის დროს:
ადამიანისთვის, რომელიც ალერგიული არ არის, მწერების ნაკბენი უსაფრთხოა, მაგრამ ალერგიული რეაქციის მქონე ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ მწერების თავდასხმებს. მათმა ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს ანაფილაქსიური შოკი და სიკვდილიც კი.
თუ ფუტკარმა ან კრაზანამ გიკბინათ:
ფუტკრის შემთხვევაში ამოიღეთ ნაკბენიდან ნესტარი;
კარგად დაიბანეთ ნაკბენი ადგილი საპნითა და წყლით;
დაიმუშავეთ კანი ანტისეპტიკური საშუალებით;
დაიდეთ ცივი კომპრესი ან ყინული;
გაიკეთეთ მარილის ან სოდა კომპრესები;
მიიღეთ ანტიჰისტამინური საშუალება, მაშინაც კი, თუ ადრე არ გქონიათ ალერგიული რეაქციები;
დალიეთ ბევრი წყალი ან ტკბილი ჩაი.
უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, თუ:
ადრე გქონიათ ალერგიული რეაქცია მწერების ნაკბენზე;
თუ ბავშვს უკბინა;
თუ რამდენიმე ნაკბენი გაქვთ;
თუ კრაზანამ ან ფუტკარმა გიკბინათ სახეზე ან პირის ღრუში;
თუ დაზარალებულს ენა უშუპდება, უჭირს ყლაპვა და სუნთქვა;
მსხვერპლს განუვითარდა ზოგადი სისუსტე, დაეცა არტერიული წნევა და გახშირდა გულისცემა.