ბათუმში, ბენზინგასამართ სადგურზე ყაჩაღობის მიზნით შეჭრილ პირს დასაქმებულმა თავში ნიჩაბი ჩაარტყა | მისი მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, ყაჩაღობის მიზნით, ერთი პირი შეიჭრა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ajaratimes.ge ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთმა დასაქმებულმა, თავდაცვის დროს, თავდამსხმელს თავში ნიჩაბი ჩაარტყა. 

მედიის ცნობით, კაცი თავის ტრავმით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მდგომარეობა დამძიმდა და ამჟამად ის მართვით სუნთქვაზეა. 

როგორც გამოცემა წერს, ბენზინგასამართზე თავდამსხმელს თან სათამაშო, საბავშვო იარაღი ჰქონდა.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.