შეიარაღებულმა მასწავლებელმა არასრულწლოვანი გოგონა გაუპატიურებას გადაარჩინა – რა მოხდა ტეხასში?

ტეხასში  სწრა­ფად მო­აზ­როვ­ნე სა­შუ­ა­ლო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მა გმი­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლი ჩა­ი­დი­ნა. დრა­მა­ტულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ მან 15 წლის გო­გო­ნა სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ვე­ბის­გან გა­და­არ­ჩი­ნა.

თავ­დამ­სხმე­ლი მო­ზარდს და­ცულ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში მას შემ­დეგ გაჰ­ყვა, რაც გო­გო­ნა ჰი­უს­ტო­ნის აღ­მო­სავ­ლეთ­ში ავ­ტო­ბუ­სი­დან ჩა­მო­ვი­და. პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, ეს 28 ივ­ლისს, დღის 12:30 სა­ათ­ზე მოხ­და.

სწო­რედ მა­შინ დე­ვიდ გარ­ზამ გა­ი­გო­ნა, რო­გორ ითხოვ­და შვე­ლას გო­გო­ნა მისი სახ­ლის გა­რეთ.

  • “ფან­ჯა­რა­ში გა­ვი­ხე­დე და და­ვი­ნა­ხე კაცი, რო­მე­ლიც გო­გო­ნას სცემ­და. გო­გო­ნა მი­წა­ზე იყო და­ვარ­დნი­ლი და თავ­დამ­სხმე­ლი მისი ტან­საც­მლის გახ­დას ცდი­ლობ­და”, – ჰყვე­ბა გარ­ზა შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ.

უსაფრ­თხო­ე­ბის კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რი აჩ­ვე­ნებს, რომ მან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აიღო ია­რა­ღი და თავ­დამ­სხმელ­თან და­სა­პი­რის­პი­რებ­ლად გა­რეთ გა­ვარ­და. გარ­ზას თქმით, თავ­დამ­სხმელს გო­გო­ნა თმე­ბით ჰყავ­და და­ჭე­რი­ლი.

“გა­რეთ გავ­ვარ­დი, ვკი­თხე, რა ხდე­ბო­და. გო­გო­ნამ და­იყ­ვი­რა: “15 წლის ვარ, და­მეხ­მა­რეთ!” ია­რა­ღი და­ვუ­მიზ­ნე და ვუ­თხა­რი, რომ მის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა”.

KHOU-ს მიერ მო­პო­ვე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ დგას შიშ­ვე­ლი გარ­ზა ია­რა­ღით ხელ­ში თა­ვის სახ­ლის შე­სას­ვლელ­თან დგას და ყვი­რის, “მო­შორ­დი! მოდი აქ!”

მე­ზო­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გარ­ზამ გო­გო­ნა პო­ტენ­ცი­უ­რი ტრა­გე­დი­ის­გან იხ­სნა.

“თა­ვი­დან შე­მე­შინ­და, მე­გო­ნა, გა­ა­უ­პა­ტი­უ­რებ­დნენ. ვფიქ­რობ, ის რომ არ გა­მო­სუ­ლი­ყო, ასეც მოხ­დე­ბო­და”, – აღ­ნიშ­ნა ახ­ლოს მცხოვ­რებ­მა პირ­მა.

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დამ­სხმელს Reebok-ის შავი კა­პი­უ­შო­ნი­ა­ნი ზედა, ლურ­ჯი ჯინ­სე­ბი და სპორ­ტუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი ეცვა.

გარ­ზას თქმით, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც მას ისეთ ვინ­მეს­თან უწევს და­პი­რის­პი­რე­ბა, ვინც ბავ­შვს ეს­ხმო­და თავს და ამას კვლა­ვაც ყოყ­მა­ნის გა­რე­შე გა­ა­კე­თებ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ “მა­საც ეში­ნო­და.”

“ვფიქ­რობ, ამას ნე­ბის­მი­ე­რი სხვა გა­ა­კე­თებ­და და ბავ­შვს და­ეხ­მა­რე­ბო­და. მას უფრო მე­ტად სჭირ­დე­ბო­და დახ­მა­რე­ბა, ვიდ­რე მე მე­ში­ნო­და, ასე რომ, ეს უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა”, – აღ­ნიშ­ნა მას­წავ­ლე­ბელ­მა.