ნიუ- -იორკელი წყვილი მედიის ყურადღების ცენტრში, მათი არაორდინალური გადაწყვეტილების გამო მოექცა.იმის ფონზე, რომ საქორწინო ცერემონიის დაგეგმვა და სისრულეში მოყვანა მართლაც დიდ ბიუჯეტს ითხოვს, წყვილმა ორიგინალური გამოსავალი იპოვა.
ხარჯების შესამცირებლად, ნოვამ და რემომ გადაწყვიტეს, საკუთარი ქორწილის ბილეთები გაეყიდათ. ბილეთის საფასური 333 დოლარს შეადგენდა, ისინი კი სტუმრებს დაუვიწყარ გართობას ჰპირდებოდნენ.”მე ვუთხარი: ხალხი ირჩევს ბიონსეს კონცერტზე წასვლას, რადგან მათ იციან, რომ ექნებათ საუკეთესო გამოცდილება. მოდი, ჩვენც ავირიდოთ სტრესი და გავყიდოთ ბილეთები ქორწილისთვის. ვქციოთ ჩვენი ქორწილი შოუდ”, – თქვა ნოვამ სიუჟეტში საუბრისას.
საქმრო შიშობდა, რომ ამ გზით მათთან არავინ მივიდოდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მათ საახლობლოში თითქმის ყველას მოეწონა იდეა.
333$-ად ნაყიდმა ბილეთმა თითოეულ სტუმარს ორსართულიან ავტობუსში ადგილი და 12-საათიანი თავგადასავალი აჩუქა.
წყვილი კი აცხადებს, რომ მათმა სტრატეგიამ ქორწილის ხარჯების 70 000 დოლარი დააზოგინა.