სენაკში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, ოთხი პირი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად 25 წლის ქალი დაიღუპა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი, შედარებით მსუბუქი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.