მრავალშვილიანი ოჯახებიდან მოზარდებს უფრო ცუდი ფსიქიკური ჯანმრთელობა აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ნაკლები და-ძმა ჰყავს.
ეს აჩვენა ბავშვების კვლევამ ჩინეთიდან და შეერთებული შტატებიდან. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Family Issues (JFI).
მკვლევრებმა გააანალიზეს 9400-ზე მეტი მერვეკლასელი (საშუალო ასაკი 14 წელი) მონაცემები ჩინეთში და 9100 შეერთებულ შტატებში. ჩინელი ბავშვების 34% დედისერთა იყო, რაც ჩინეთის “ერთი ოჯახი, ერთი შვილი” პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგი იყო.
როგორც ჩინეთში, ასევე შეერთებულ შტატებში, მოზარდებს და-ძმის გარეშე უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა ჰქონდათ. აშშ-დან მიღებულმა დასკვნებმა აჩვენა, რომ როგორც ნახევარძმა, ისე და-ძმა ასოცირდებოდა ცუდ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან. შეერთებულ შტატებში მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობა ყველაზე მძიმედ დაზარალდა, როდესაც იყო მცირე ასაკობრივი სხვაობა ოჯახში სხვა ბავშვებთან. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შედეგები დაკავშირებულია ბავშვების კონკურენციასთან მშობლების რესურსებისთვის.
ეს განმარტავს, თუ რატომ იყო მცირე ასაკობრივი განსხვავებები განსაკუთრებით საზიანო. თუმცა, შესაძლებელია მრავალშვილიან ოჯახებს სხვა მახასიათებლებიც ჰქონდეს, რაც უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე.
სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ მეტი და-ძმის ყოლა ასოცირდება საბავშვო ბაღებში უკეთეს სოციალურ უნარებთან და უფროსებში განქორწინების დაბალ ალბათობასთან.შესაძლებელია, რომ და-ძმების ყოლას ჰქონდეს განსხვავებული ფსიქოლოგიური ეფექტი, რაც დამოკიდებულია ურთიერთობის ხარისხზე.