“ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ალეკო ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძის მიმართ გამოხატულ ფიზიკურ ძალადობაზე.
“ძალიან მძიმე იყო ეს სანახავად, მაგრამ…“ – თამარ კორძაიას ამ სიტყვებს კომიტეტის სხდომაზე კვლავ ხმაური მოჰყვა, რადგან უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ძალადობას გამართლება არ აქვს და ამ შემთხვევაში სიტყვა “მაგრამ“ ალოგიკურია.
“ჩემზე თავდასხმა ახლა ობიექტურია თქვენგან?! თუ სახეს ავლენთ ყველა აქ?! მე ვამბობ, რომ მიუღებელია, რაც მოხდა ამ დარბაზში“, – მიმართა თამარ კორძაიამ დეპუტატებს.