ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ახალი თაღლითური სქემის შესახებ. კერძოდ, გაურკვეველი პირები მოქალაქეებს უკავშირდებიან, ეცნობიან როგორც ექიმი და დიდი ოდენობის თანხის გადარიცხვას სთხოვენ.
ახალი თაღლითური სქემის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს ტელეწამყვანი ანი გიუნტერი:
„ჩვენთანაც დარეკეს თაღლითებმა, თქვენი ოჯახის წევრს ნეკნები ჩაემტვრა და სასწრაფოდ 11 000 ევროა გადასარიცხიო. სხვა ოჯახის წევრების რეალური მდგომარეობა რომ გაიგეს აღიარეს, რომ მსგავს ტყუილსაც ვერ მოიგონებდნენ.
ვფიქრობ, ცოტა ნანობენ კიდეც, მაგრამ მაინც გაფრთხილდით, ხალხო!! ნუ ენდობით!!!!“, – წერს ანი გიუნტერი.