ოჰაიოს საჯარო სკოლაში, მოსწავლეების პერსონალურ კარადებსა და კედელს შორის ნაპოვნი იდუმალი ჩანთის ისტორიამ უამრავი კითხვა გააჩინა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
პატარა წითელი ხელჩანთა სკოლის დარაჯმა იპოვა, როდესაც ადგილზე სამაგრებს ამონტაჟებდა. მტვრით დაფარული ნივთის ფოტოები სკოლამ ინტერნეტში გამოაქვეყნა, რომ მისი მფლობელი ეპოვა.
გამოძიების შემდეგ გაირკვა, რომ წითელი ჩანთა პატი რუმფოლას ეკუთვნოდა. რულმფოლამ ის 1957 წელს დაკარგა, როდესაც ამ სკოლის მოსწავლე იყო.
ქალი 2013 წელს გარდაიცვალა, თუმცა სკოლამ რუმფოლას შვილებთან დაკავშირება მოახერხა.
„პატის ხუთი შვილი ერთად მოვიდა, რომ ენახათ რა იდო ხელჩანთაში, რომ წარმოდგენა ჰქონოდათ, როგორი იყო მათი დედის ცხოვრება თინეიჯერობაში“,- წერია სკოლის Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
რუმფულას ჩანთაში სავარცხელი, წითელი პომადა, ღია ვარდისფერი პუდრი და 26 ცენტი იდო.
26 ცენტიდან ხურდები ხუთივე შვილს შეხვდა, რომლებმაც ის დედისგან სამახსოვრო რელიკვიებად შეინახეს.
ხელჩანთაში საჯარო ბიბლიოთეკაში, წითელ ჯვარში და სხვადასხვა ორგანიზაციებში წევრობის საიდენტიფიკაციო ბარათები იდო.
ასევე რამდენიმე ფოტო, რომელშიც ის და მისი ოჯახის წევრები და მეგობრები იყვნენ გადაღებული.
რუმფოლამ სკოლა 1960 წელს დაამთავრა და კარიერა მასწავლებლად განაგრძო.
1980 წელს ის დაქორწინდა და ხუთი შვილი გააჩინა.