ბუზის გამო ნერვებმოშლილმა კაცმა, ნახევარი სახლი ააფეთქა. შემთხვევა საფრანგეთში მოხდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
80 წლის მამაკაცი ვახშმობას აპირებდა, როდესაც მის გარშემო მფრინავი ბუზი შენიშნა.
მამაკაცი ბუზის ხმამ ძალიან გააღიზიანა. მან ყველაფერი მოიმოქმედა, რომ ბუზი როგორმე გარეთ გაეგდო, თუმცა უშედეგოდ.
შემდეგ ე. წ ელექტრორაკეტა აიღო, რომელიც მწერების წინააღმდეგ გამოიყენება. თუმცა,აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ოთახში ავზიდან ბენზინი იყო გადმოღვრილი და ელექტრორაკეტა მასთან რეაქციაში შევიდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.
გამოცემის ცნობით აფეთქებას მამაკაცი გადაურჩა, მხოლოდ ხელების დამწვრობა მიიღო.