გარი აგაიანი, რომელსაც 13 აგვისტოს, მანგლისის გზაზე, მოტოციკლით მძიმე ავარია შეემთხვა, გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსლში ავრცელებს „გეზ მოტორსი“, რომლის ერთ-ერთ ფილიალში გარი აგაიანი მენეჯერის პოზიციაზე იყო დასაქმებული:
„გეზ მოტორსის“ დიღმის ფილიალში სტუმრობისას აუცილებლად დაგხვდებოდათ მოღიმარი ბიჭი, უზადო სიკეთის და ადამიანობის მქონე, რომელიც თავს აუცილებლად დაგამახსოვრებდათ პროფესიონალიზმითა და ყურადღებით.
სამწუხაროდ, გაგას კეთილმა გულმა ვეღარ გაუძლო და დაგვტოვა, მძიმე ავარიის შემდეგ, როგორც გაგას სჩვეოდა ბოლომდე იბრძოლა.
მისი ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, „გეზ მოტორსის“ თითოეული თანამშრომლისთვის უდიდესი ტკივილიანი დღე დადგა, სამწუხაროდ, ღიმილიანი გაგა აღარ გვყავს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფრომაციაში.