თმაში ჭაღარა შემომრევია ჩემო“ – სოფო ბედია სოციალურ ქსელში მეუღლესთან, მიშა მესხთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს

მომღერალი სოფო ბედია სოციალურ ქსელში მეუღლესთან, მიშა მესხთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

აღნიშნული წყვილი ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, შესაბამისად ამჯერადაც ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან.

სოფოს გამომწერები წყვილს ბედნიერებას უსურვებენ:

„რა კარგი ფოტოა  მიყვარხართ…

მრავალი ათეული წელი კიდევ ერთად მისურვებია…

ყველა ასაკში, ჭაღარითაც ლამაზი და კეთილსაიმედო ყოფილიყავი“ – წერენ სოციალურ ქსელში.

ფოტოს აკომენტარებს მომღერლის მეუღლეც:

„თმაში ჭაღარა შემომრევია ჩემო“- წერს მიშა მესხი.