ირანი – მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციების მქონე უნიკალური ქვეყანაა, რომლის წეს-ჩვეულებებმაც შეიძლება ნებისმიერი დასავლელი ადამიანის გაოცება გამოიწვიოს, თუმცა, თითოეულ ტრადიციას თავისი ისტორია და მიზეზი გააჩნია.
თუ ირანის სამხრეთ ნაწილში მოხვდებით, საკმაოდ ბევრ “ულვაშიან” ქალს იხილავთ, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ: ეს მათი რაიმე გენეტიკური მახასიათებელი არ გახლავთ, რომლითაც ადგილობრივი ქალბატონები სახეზე თმის საფარით გადაადგილდებიან.
იქ მათ “ბურკას” უწოდებენ, რომელიც შორიდან ულვაშს წააგავს. ეს დეტალი მათი ტრადიციული კოსტიუმის ნაწილია, რომელიც ჰიჯაბთან ერთად გამოიყენება
ბურკას” დანიშნულება სახის ბოლომდე დაფარვა არ არის, ის მხოლოდ ქალის იდენტობის განმსაზღვრელი და მისი გარეგნული სილამაზის ხაზგასასმელად გამოიყენება.
“ბურკა” – ყველაზე ხშირად ინგლისურენოვან წყაროებში გვხვდება, ხოლო თავად ირანელები მას – “რუბანდს”, “ნიქაბს” ან “ჩეშმბანდს” უწოდებენ. ირანში “ბურკა” – ქალის ტრადიციული თავსაბურავის სახეობას წარმოადგენს, რომელიც სახის ნაწილს ფარავს და ის უფრო ნიღაბს მოგაგონებთ, მას ძირითადად ირანის სამხრეთით მდებარე, ჰორმაზაგანის პროვინციაში მცხოვრები ქალები ატარებენ.
საუკუნეების განმავლობაში ქალის თავსაბურავის ეს დეტალი საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა: ის, ქალის სახეს მცხუნვარე მზისა და ქვიშისგან იცავდა, თუმცა დღესდღეობით, ირანელი ქალები მას ნაკლებად იყენებენ და ის უფრო სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქციათაგან უკვე არც ერთს აღარ ასრულებს.