კაცმა საკუთარი ძმა ნამგლით დაჭრა – სად მოხდა ძმებს შორის დაპირისპირება და რას მოჰყვა ანგარიშსწორება?

ხობის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა დაჭრა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილია 65 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას ჭრილობები ნამგლით თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევას წინ ძმებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკება უძღოდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა. დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია.

არსებული ინფორმაციით, მომხდარ შემთხვევაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.