23 კილო დავიკელი…” – თათია სულუაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

მსახიობი თათია სულუაშვილი ბოლო წლებში ხშირად წერს იმის შესახებ, თუ როგორ ებრძვის წონას. ადრე აღნიშნა, რომ დიეტების, შიმშილის ხარჯზე ცდილობდა ზედმეტი კილოგრამების მოცილებას, თუმცა შედეგს ან ვერ აღწევდა, ან მალევე იბრუნებდა დაკლებულ კილოგრამებს. შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორ კვებასთან ერთად ვარჯიშითა და ფიზიკური დატვირთვით უნდა მოეგვარებინა ეს პრობლემა და საკმაოდ კარგი შედეგებიც ჰქონდა.

თუმცა წონასთან ბრძოლა მაინც გრძელდებოდა. რამდენიმე თვის წინ დაწერა, რომ ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, შედეგიც გაასაჯაროა.

“ბარიატრიული ოპერაციიდან გავიდა ორ თვეზე მეტი, ამ დროის მანძილზე ჩემი შედეგია -17 კგ.მადლობა ჩემს ექიმს ვოლკამ კინასს, რომელმაც ჩემი დიდი ხნის ნატვრა ამისრულა!”

40365475-660429280995128-740530113623359488-n-1716653298-1724913060.jpg
414331473-1983250402046336-8629467808250919641-n-1724913105.jpg

ახლა კი თათიამ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც უკვე -23 კილოა მისი შედეგი.

snapinsta-1724913081.app_457249167_18241529728284146_4033056065005622411_n_1080.jpg