წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი, თამარ ბელქანია:
წალენჯიხა/ ჯგალში სამეურვეო საბჭოსგან არ არჩეული კანდიდატი განათლების მინისტრმა სკოლის დირექტორად მაინც დანიშნა.
ისმის კითხვა?
– სად არის თავმოყვარეობა, იმ დირექტორის რომელმაც იცის, რომ არც სკოლის სამეურვეო საბჭოს აურჩევია და რეალურად მხოლოდ პოლიტიკური მოტივია მინისტრის გადაწყვეტილების მიზეზი.
დირექტორი განსაზღვრავს სასკოლო ცხოვრებას, სასწავლო მოდულს, ლოჯისტიკურ, საკადრო პოლიტიკას და ამ დროს, წარმოიდგინეთ დირექტორი გამოცდა რომ ვერ ჩააბარა, საბჭომ არ აირჩია და მაინც დირექტორია.
მერე, მოსწავლეებისაგან ითხოვენ პარივისცემას იქ, სადაც უსამართლობა სუფევს.სასკოლო რეფორმა გარდაუვალია.
ჩხოროწყუში რესურსცენტრის ხელმძღვანელი, არაჩვეულებრივი ქალბატონი მარტო იმიტომ მოხსნეს, რომ მართველი პარტიის პოლიტიკურ მოსაზრებებს არ იზიარებდა და იყო აპოლიტიკური.
არჩევნები მოდის და ბაღი და სკოლის პედაგოგთათვის მორიგი ჯოჯოხეთი იწყება. დასრულდეს უნდა განათლების პოლიტიზება.
ცოდვაა ეს ხალხი, ისედაც ურთულეს საქმეს არიან შეჭიდებული- ჩვენს შვილებს ასწავლიან!