შეიძლება ხელები არ მაქვს, მაგრამ მაქვს ფრთები, რომლებსაც ვერავინ ხედავს“ – უხელო მოცურავე, რომელსაც ცურვა ბავშვობაში აკვარიუმის თევზებმა შთააგონეს, დღეს კი მსოფლიო ჩემპიონი და ოქროს მედლების მფლობელია

პარაოლიმპიელი სპორტსმენები უამრავი ადამიანის აღფრთოვანებისა და შთაგონების წყარო ხდებიან. ერთ-ერთი მათგანია 21 წლის თურქი მოცურავე სუმეიე ბოიაჩი. გოგონა, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა, დღეს ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელია.

“ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ვარ. ფიზიკურ განსხვავებას დაბრკოლებად არ მივიჩნევ. მუდამ ფოკუსირებული ვარ იმაზე, კიდევ რა შემიძლია და ჩემს შესაძლებლობებს ცხოვრებას ვარგებ.” – ამბობს ბოიაჩი.

სუმეიე ბოიაჩი 2003 წლის 5 თებერვალს ესქიშეჰირში დაიბადა, არც ერთი ხელი არ ჰქონდა, რასაც ბარძაყის ძვლის ამოვარდნილობაც დაერთო. გოგონამ დაწყებითი განათლება კერძო სკოლაში მიიღო და ფეხებით წერა ისწავლა. უფრო ადრე, 4 წლის ასაკში კი ფეხებით ხატავდა.

sumeyye-boyaci-3-600x400-1725176221-1725260369.jpg

ცურვის შესწავლა 5 წლისამ დაიწყო. ამის მიზეზი აკვარიუმში მოცურავე თევზები იყვნენ, რომლებმაც პატარა გოგონას შთააგონეს, რომ ცურვა ხელების გარეშეც შესაძლებელი იყო.

2013 წელს ვარჯიში პირად მწვრთნელთან, მეჰმედ ბაირაკთან განაგრძო. მისი ხელმძღცანელობით სუმეიემ 2016 წლის ივნისში ბერლინში გამართულ ცურვის 30-ე საერთაშორისო ჩემპიონატში იასპარეზა, რომელიც მის კარიერაში პირველი საერთაშორისო შეჯიბრი იყო და ბოიაჩიმ ოქროს მედალი მოიპოვა.

იმავე წელს მან ოთხ სხვადასხვა კატეგორიაში იასპარეზა მეხიკოში გამართულ პარა ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე. 2018 წლის აგვისტოში, დუბლინში გამართულ პარა ცურვაში ევროპის ჩემპიონატზე კი ოქროს მფლობელი გახდა. საბოლოოდ, 2019 წლის მაისში ლონდონში გამართულ პარა ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე, სუმეიე ბოიაჩი მსოფლიოში მე-2 პარამოცურავე გახდა სისწრაფით.

sumeyye-barbie-2-1-1725176247.jpg

სუმეიე ბოიაჩი Barbie-ს წლების წინ „მისაბაძი მოდელების“ სერიის მონაწილეც გახდა. 17 წლის ასაკში მსოფლიო პარაოლიმპიური ცურვის ჩემპიონატზე მისმა სიტყვებმა: „შეიძლება ხელები არ მაქვს, მაგრამ მაქვს ფრთები, რომლებსაც ვერავინ ხედავს“, შთამაგონებელი ძალით გაიჟღერა. ეს არ გამორჩენია კომპანია Mattel-ს და 8 მარტის, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მისაბაძი ქალების სერიაში სუმეიეს ბარბის თოჯინაც წარმოადგინა.

სუმეიე გასულ წელს პარაოლიმპიურ ცურვის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. რა თქმა უნდა, ის პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზეც ასაპარეზობს.