ბრედ პიტი ვენეციის კინოფესტივალზე ინეს და რამონთან ერთად გამოჩნდა – უცხოური მედია წერს, რომ ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ ეს ბრედის პირველი სერიოზული ურთიერთობაა

60 წლის კი­ნო­ვარ­სკვლა­ვი, ბრედ პიტი, შეყ­ვა­რე­ბულ­თან, 34 წლის ინეს დე რა­მონ­თან ერ­თად ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე სა­ჯა­როდ გა­მოჩ­ნდა. წყვი­ი­ლი ფილმ Wolfs-ის პრე­მი­ე­რას და­ეს­წრო. ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის­თან ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე მტკივ­ნე­უ­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბის ფონ­ზე, პიტი და მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იტა­ლი­ა­ში, კა­მე­რე­ბის­თვის ჯორჯ და ამალ კლუ­ნებ­თან ერ­თად პო­ზი­რებ­დნენ.

ბრე­დი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე თა­ვის გლა­მუ­რულ მე­გო­ბარ გო­გოს­თან პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა. ინე­სი სამ­კა­უ­ლე­ბის დი­ზა­ი­ნე­რია და და­ახ­ლო­ე­ბით ორი წე­ლია, რაც წყვი­ლი ერ­თა­დაა.

ვარ­სკვლა­ვე­ბის ვე­ნე­ცი­ა­ში გა­მო­ჩე­ნა ორ­მაგ პა­ე­მანს და­ემ­სგავ­სა, რად­გან ბრე­დის მე­გო­ბა­რი ჯორჯ კლუ­ნი სა­ღა­მო­ზე თა­ვის მე­უღ­ლე ამალ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­მაც ყუ­რა­დღე­ბა თა­ვი­სი გრა­ცი­ო­ზუ­ლი ყვი­თე­ლი კა­ბით მი­ი­პყრო.

რაც შე­ე­ხე­ბა პი­ტის შეყ­ვა­რე­ბულს, ინესს ცალ­სა­ხე­ლო­ი­ა­ნი თეთ­რი კაბა ეცვა, რო­მელ­საც ნა­ო­ჭე­ბი­ა­ნი დე­ტა­ლე­ბი ამ­კობ­და. მას ასე­ვე, ვერ­ცხლის­ფე­რი ჩან­თა და გრძე­ლი სა­ყუ­რე­ე­ბი ამ­შვე­ნებ­და.

დე რა­მო­ნი, რო­მე­ლიც ასე­ვე გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია, მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, სა­ცხოვ­რებ­ლად ბრედ­თან გა­და­ვი­და. ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ეს ბრე­დის პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა.

ფილმში Wolfs ჯორ­ჯი და ბრე­დი კრი­მი­ნა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის ად­გი­ლე­ბის “და­სუფ­თა­ვე­ბის” სპე­ცი­ა­ლის­ტებს თა­მა­შო­ბენ. სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, უც­ნა­უ­რი დამ­თხვე­ვა მოხ­დე­ბა და ისი­ნი ერთ სა­მუ­შა­ო­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან – სას­ტუმ­როს ოთა­ხი­დან ცხედ­რის გა­ტა­ნა და­ე­ვა­ლე­ბათ.

არსებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთა­ვარ როლ­ში მყოფ­მა ორი­ვე მსა­ხი­ობ­მა პრო­ექ­ტში 35 მლნ დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვეს. მათი მო­თხოვ­ნა იყო, რომ სუ­რა­თი კი­ნო­თე­ატ­რებ­ში ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, თუმ­ცა Apple-მა გა­და­ი­ფიქ­რა და ფილ­მი, რო­მე­ლიც ინ­სა­ი­დე­რე­ბის ცნო­ბით, სა­ერ­თო ჯამ­ში 200 მლნ დო­ლა­რი დაჯ­და, აშშ-ის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში მხო­ლოდ ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გავა.

სხვა ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე კი­ნო­სუ­რა­თის ნახ­ვა ინ­ტერ­ნეტ­ში ე.წ. streaming-ის სა­შუ­ა­ლე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც მას ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ფილ­მად აქ­ცევს.

Apple-მა ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმის ფონ­ზე მი­ი­ღო, რომ მის მიერ გა­მოშ­ვე­ბულ­მა სხვა ფილ­მებ­მა, მა­გა­ლი­თად “ნა­პო­ლე­ონ­მა”, კი­ნო­თე­ატ­რებ­ში კრა­ხი გა­ნი­ცა­დეს.