ამ დანაშაულს სამი მონაწილე ჰყავს! რატომ მალავენ, ვერ გამიგია – დედაჩემი ემიგრანტია, ირლანდიიდან გაგიჟებული მოდის ქალი“ – სასტიკი დეტალები: რას ჰყვება ქარელში წამებით მოკლული ბიჭის და

ქარელის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შუ­ახ­ნის ასაკს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა ძმებ­მა მე­დოშ­ვი­ლებ­მა ახალ­გაზ­რდა მე­ზო­ბე­ლი, 27 წლის ნიკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი წა­მე­ბით მოკ­ლეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ამ 2 პირი და­ა­კა­ვა. ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მკვლე­ლე­ბის ოჯა­ხი სოფ­ლი­დან გა­ი­ხიზ­ნა.

“გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1996 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.ჯ.-ს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით, თო­კით ხე­ლე­ბი შე­უკ­რეს და გა­გუ­დეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 25-108-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, – ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

“მკვლელობის ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი არ ვი­ცით. მე­ზო­ბელ­მა და­პა­ტი­ჟა ჩემი ძმა, სუფ­რა­ზე არც და­უ­ლე­ვია, ან­ტი­ბი­ო­ტიკს სვამ­და, ნიკა იმ ოჯახ­ში ზრდი­ლო­ბის გუ­ლის­თვის მი­ვი­და და დიდ­ხანს არც გა­ჩე­რე­ბუ­ლა. მერე შე­კა­მა­თე­ბუ­ლან, არ ვიცი, რა აკად­რეს ჩემს ძმას, ესეც თავ­მოყ­ვა­რე ბიჭი იყო და შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის გა­უ­ტა­რებ­და. მე­დოშ­ვი­ლე­ბი ნას­ვა­მე­ბი ყო­ფი­ლან. ვის ოჯახ­შიც იყ­ვნენ, იმ ბიჭს უთ­ქვამს, რომ შე­კა­მათ­დნენ, მერე ნიკა სახ­ლის­კენ წა­სუ­ლა, მკვლე­ლე­ბი კი და­ე­დევ­ნენ, ჩა­უ­საფ­რდნენ და სას­ტი­კად აწა­მეს. მკვლე­ლო­ბა მე­დოშ­ვი­ლე­ბის სახ­ლის წინ მომ­ხდა­რა, წყა­როს­თან. რო­გორც ჩანს, ჩემი ძმა გა­თი­შეს, თო­რემ გა­უმკლავ­დე­ბო­და, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წევ­და და ასე არა­ვის მო­აკ­ვლე­ვი­ნებ­და თავს. მას თავ­შიც ბლაგ­ვი სა­გა­ნი ჰქო­ნია ჩარ­ტყმუ­ლი, მუხ­ლე­ბიც გა­დაყ­ვლე­ფი­ლი, ნა­ხო­ხი­ა­ლე­ბი აქვს, ყელ­ში წა­ჭე­რის კვა­ლიც ეტყო­ბა

.

  • ამ და­ნა­შა­ულს სამი მო­ნა­წი­ლე ჰყავს და ის მე­სა­მეც უნდა და­ი­ჭი­რონ, რა­ტომ მა­ლა­ვენ, ვერ გა­მი­გია. ის ერთ-ერთი ძმის შვი­ლია, 15 თუ 16 წლის ბიჭი. არას­რულ­წლო­ვა­ნი­აო, ჩვენ ეს არ გვა­ინ­ტე­რე­სებს, დე­და­ჩე­მი ემიგ­რან­ტია, ირ­ლან­დი­ი­დან გა­გი­ჟე­ბუ­ლი მო­დის ქალი. აუ­ცი­ლებ­ლად, ყვე­ლა მი­ზეზ-გა­რე­შე ეგ ბი­ჭიც უნდა და­ი­სა­ჯოს, ის ყვე­ლა­ფერს უყუ­რებ­და და არა მარ­ტო – მა­მა­ისს პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვა­ზე უთ­ქვამს, რომ ბა­წა­რი, რო­მე­ლიც ყელ­ში წა­უ­ჭი­რა, შვილს მი­უწ­ვდია. თუ ჩემი 27 წლის ძმა ასე გა­ი­მე­ტეს, არც მა­გა­თი 16 წლის შვი­ლი გვა­დარ­დებს.