დილით ვერტმფრენებს ველოდებით – ბორჯომის მერი ხანძარზე

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის, ოთარ არბოლაშვილის თქმით, ბორჯომის ტყეში ხანძარი ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე და მის ჩასაქრობად დილით ვერტმფრენებს ელოდებიან.

მისივე თქმით, ღია ცეცხლია, თუმცა კერები დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

“ხანძრის კერა დაახლოებით შუადღისთვის იქნა აღმოჩენილი. ადგილზე გასულია რეინჯერთა ჯგუფი, რადგან ეს ტერიტორია ნეძვის აღკვეთილში შემავალი არეალია. მობილიზებულია რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახური, ადგილობრივი თვითმმართველობა. ადგილზე გვყავს ორი მძიმე ტექნიკა – მაღალი გამავლობის ბულდოზერები. დილით ველოდებით ოთხ ეკიპაჟს ვერტმფრენებს. ამ ეტაპზე, პირველ რიგში, გზის სამუშაოები მიმდინარეობს, რომ მისასვლელი გზები იყოს მოწესრიგებული და გახდეს გამავალი.

სავარაუდოდ, ერთ ჰექტარზეა ხანძარი გავრცელებული. ღია ცეცხლია, რაც არ არის კარგი, მაგრამ დილით უკვე გვეცოდინება რეალური სურათი. ცეცხლის კერები არ არის დასახლებულ პუნქტთან ახლოს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მიზეზებზე საუბარი ჯერ ადრეა, სავარაუდოდ, მეხის დაცემისგან გაჩნდა, რადგან ადამიანებისთვის მიუვალი ადგილია და იქ ადამიანი არ ხვდება.”

,,საზოგადოებრივი მაუწყებელი”