ვგიჟდები… მიყვარს “სგუშონითა” და ხილით, ჯემითაც კარგია” – თიკა ფაცაცია გამომწერებს თავის ცნობილ ფენქეიქების რეცეპტს უზიარებს

ინგრედიენტები

  • კვერცხი – 2 ცალი
  • შაქარი – 2 სკ
  • რძე – 1 ჭიქა
  • კარაქი – 70 გ
  • ზეთი
  • ფქვილი – 1.5 ჭიქა
  • მარილი
  • სოდა – 1.5 ჩკ
  • გამაფხვიერებელი
  • ვანილი
  • მომზადების წესი
  • 2 კვერცხი და 2 სკ. შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ 1 ჭიქა რძე და თუ მაქვს კარაქი ვადნობ და ვამატებ სადღაც 70/100 გ. ან ცოტა ზეთს ვასხამ. ვამატებ 1.5 ჭიქა ფქვილს, მწიკვ მარილს, 1.5 ჩკ. სოდა და თუ მაქვს ასევე გამაფხვიერებელსაც ვამატებ და ვანილი. შემდეგ ტაფაზე უცხიმოდ დაბალ ცეცხლზე ვაცხობ.