რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ლვოვში უკრაინელმა კაცმა მთელი ოჯახი დაკარგა. დაღუპულია მისი ცოლი და სამი ქალიშვილი.
- “რუსეთი ანადგურებს უკრაინულ ოჯახებს, რუსები გვიკლავენ შვილებს, სპობენ ჩვენს მომავალს.
“დღევანდელი თავდასხმის შემდეგ, ამ ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანებიდან მხოლოდ ერთი გადარჩა. გადარჩა მამაკაცი, ხოლო მისი ცოლი ევგენია და სამი ქალიშვილი – იარინა, დარინა და ემილია მოკლეს”, – წერს X-ზე ლვოვის მერი.
ცნობისთვის, გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა.
ალფა სიხშირის“ ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა Tu-95MS-ის ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან, Tu-22M3-ის ტიპის შორი მოქმედების ბომბდამშენებიდან, MIG-31K-ს ტიპის რაკეტმზიდებიდან გაუშვეს:
KH-101-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები; KH-22-ის ტიპის ზებგერითი ფრთოსანი რაკეტები; KH-47 KINZHAL-M-ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტები SHAHED-136-ის ტიპის კამიკაძე დრონები; KALIBR-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები, შავი ზღვის აკვატორიიდან.
თავდასხები ძირითადად დიდ ქალაქებზე და დასახლებულ პუნქტებზე განხორციელდა.