განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა თუ სუიციდი? – პოლიცია ამ დრომდე ცდილობს გაარკვიოს რა ვითარებაში გარდაიცვალა 54 წლის მამაკაცი მარნეულში.
დასახიჩრებული ცხედარი მწყემსმა იპოვა, ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს ხელები არ ჰქონდა, სხეული დამწვარი იყო. შემთხვევის ადგილზე იპოვეს ბენზინის ბოთლი. ახლა ექსპერტიზამ უნდა თქვას – მანქანის ხელოსანს ცხოველმა მოაჭამა ზედა კიდურები თუ მამაკაცი ჯერ აწამეს და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით ცეცხლი წაუკიდეს.
დაღუპულის ახლობლებმა 54 წლის კაცის სახლში ჩანაწერების რვეული იპოვეს. მათივე მტკიცებით, ირკვევა, რომ თანასოფლელებს ავთანდილ ახმედოვის ვალი ჰქონდათ, რამაც გააჩინა ეჭვი, რომ კაცს, შესაძლოა, ფულის გამო გაუსსწორდნენ.
ნათესავებმა მის სახლში რვეული იპოვეს, სადაც ვალების სია ჰქონდა ჩამოწერილი. ყველა მოვალე მისი თანასოფლელია. ამ ყველაფერს ვარკვევთ და ჩვენც გვიჩნდება ვერსია, რომ ვიღაცას ვალის დაბრუნებას სთხოვდა. ეს ადამიანი მარტო ცხოვრობდა, მუშაობდა ავტომობილების ხელოსნად, შესაბამისად ჰქონდა დანაზოგი. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, ამნეზია აწუხებდა, ამიტომ იწერდა რვეულში ყველაფერს”- აცხადებს გარდაცვლილის ახლობლები.
ავთანდილ ახმედოვის ახლობლების მტკიცებით, სოფელ აზიზქენდში ნაპოვნ ცხედარს ხელები მოჭრილი აქვს.
ირკვევა, რომ გარდაცვლილი ავტომობილის ხელოსანი იყო და სახლში მარტო ცხოვრობდა. მისი კვალი 3 დღის წინ იკარგება. ახლობლები ამბობენ, რომ მამაკაცი სახლში, სავარაუდოდ, ფულს ინახავდა.