ალბანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრა დასრულდა – “ჯვაროსნებმა” მეტოქეს ანგარიშით 1:0 სძლიეს. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.
დღევანდელი ანგარიშის შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა და, მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად, დიდი ნაბიჯი გადადგა.
ერთა ლიგის ახალი გათამაშება ორივე გუნდმა გამარჯვებით დაიწყო. 7 სექტემბერს, პირველ ტურში, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთს 4:1 სძლია, ალბანეთმა კი, პრაღაში, უკრაინასთან 2:1 გაიმარჯვა.