საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია.
მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულებს აშველებდა.
გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი.
კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მის პედაგოგებს.
წერს გიორგიზე მუსიკალური სასწავლებელი.
გიორგიზე სოციალურ ქსელში ბევრს წერენ, ერთ-ერთი მათგანი ქალბატონი მერიკო ჟვანიაა:
ჩემი კეთილშობილი ,უნიჭიერესი გიორგი,,ძალიან მოკრძალებული და გამორჩეულად თავაზიანი,თავი სიზმარში მგონია ,სიტყვებს თავს ვერ ვუყრი .არ ვიცი როგორ და რა დავწერო. 10 წლის იყო, როდესაც პირველად ნიჭიერთა ათწლედში მოვიდა ჩემთან კლასში. დღეს კი კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტია. თავზარდამცემი, დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს.
მშვიდად განისვენე ჩემო კეთილო და სიყვარულით აღსავსე ბიჭო .მთელი საღამო შენს ჩანაწერებს ვუსმენ, ვკითხულობ ყველა მესიჯს ,რომლის ყველა წინადადება უდიდესი სითბოთი და პატივისცემით არის გამოხატული. შენ მუდამ ჩემს გულში იქნები , ძალიან მომენატრები
ნახეთ მისი ბოლო ვიდეო: