რას ჰყვება ქალი, რომელიც 15 წლის შვილს მდიდარ კაცზე იძულებით ათხოვებდა?

მოტაცება 21-ე საუკუნეში – ტრადიციის სახელით ჩადენილი დანაშაული. რას ჰყვება ქალი, რომელიც 15 წლის შვილს მდიდარ მამაკაცზე იძულებით ათხოვებდა?

„ეს ბიჭი მდიდარი იყო, სიმდიდრის გულისთვის… ჩვენი ადათი ასეთია, 15 წლის ან 16 წლის რომ გახდება უნდა გათხოვდეს, წავიდეს“, – განუცხადა “კურიერს” დედამ, რომელიც ახლა დანაშაულის ხელშემწყობად ითვლება.