მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი, ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე ცოტა ხნის წინ, მეორე ქალიშვილის მშობლები გახდნენ, რომელსაც ლილი დაარქვეს. ახლახან, ჯანეტმა გამომწერებს სახელის შერჩევის საკმაოდ უჩვეულო ისტორია გაუზიარა:
„მშობიარობამდე 1 კვირით ადრე, წირვის შემდეგ, ეკლესიის ეზოში მოირბინა ჩემთან გოგონამ, რომელიც მანამდე არასდროს მინახავს.. შემომხედა და მკითხა: „მუცელში პატარა გყავს? და რა უნდა დაარქვათ?“ – ჯერ არ მოგვიფიქრებია, ვუპასუხე…
უეცრად გოგონა მეუბნება – „და ლილი რომ დარქვათ, არ გინდათ?“
ეს ჩემთვის, თითქოს, ნიშანი იყო, რადგან ნოეს დედიკოს ლილი ერქვა და ეს სახელი ყოველთვის მომწონდა…” – დაწერა ჯანეტ ქერდიყოშვილმა.