გამოცემა ბათუმელების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ როგორ სცემა ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს, უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება.
უფლებადამცველი ყურადღებას მშობლების როლზე ამახვილებს და წერს:
„მშობლებს, რომელთა შვილებს სისტემატურად სცემდა ეს ნაძირალა – პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული. მე არ მესმის, რატომ არ უნდა დაიცვა საკუთარი შვილი, რატომ უნდა აცემინო ვიღაც მამაძაღლს.
ვინ დაიცავს ბავშვს, საკუთარი მშობელი თუ არ დაიცავს?! ვის და რას აფარებთ ხელს საკუთარი შვილების ხარჯზე
გამოცემის ცნობით, მასწავლებელი მერაბ დოლიძეა და როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში „ბათუმელებს“ განუცხადეს, მას იქ ცეკვის მასწავლებლად მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს.
ცუდი მშობლები ხართ! ცუდი მშობლები ხართ ისინი, ვინც ვიღაც „ნაბიჭვარს“ იცავთ და საკუთარ შვილებს – არა! მორღვეული გაქვთ მორალიც და ღირებულებებიც! ავადაა საზოგადოება, რომელიც მოძალადეს იცავს და ბავშვს – არა!“- წერს ბაია პატარაია.