ქანიე უესტის ყოფილმა ასისტენტმა ლორენ პისიოტამ რეპერის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც მას გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ინციდენტი რამდენიმე წლის წინ მოხდა P.Diddy-სთან ერთ-ერთ წვეულებაზე.
შეგახსენებთ, რომ “დიდი” ამჟამად დაკავებულია და ბრალდებულია ადამიანებით ვაჭრობასა და პროსტიტუციაში.
- დაზარალებულის თქმით, თავად P. Diddy ინციდენტში არ მონაწილეობდა. Page Six-ის ცნობით, პისიოტამ თქვა, რომ ქანიე იყო ის ადამიანი, ვინც მისთვის სასმელი შეუკვეთა, რომელიც სავარაუდოდ, ნარკოტიკულ ნივთიერებას შეიცავდა. დალევის შემდეგ პისიოტამ საკუთარ თავზე და სხეულზე კონტროლი დაკარგა და ვეღარ საუბრობდა. მეორე დილას კი “სირცხვილის გრძნობით გაიღვიძა”, თუმცა დეტალურად არ ახსოვდა რა მოხდა წინა ღამეს.
ლორენის თქმით, ქანიემ მომხდარი დიდი ხნის შემდეგ აღიარა, რომ მათ შორის რაღაც მოხდა. ამ მომენტამდე პისიოტა საკუთარ თავს ადანაშაულებდა და ფიქრობდა, რომ ამ ღონისძიებაზე საშინლად მოიქცა. როდესაც გაიგო, რა მოხდა სინამდვილეში, შოკში ჩავარდა. ამის შემდეგ რეპერისგან დისტანცირდა.
- შეგახსენებთ, რომ ლორენ პისიოტამ ადრე ქანიე უესტი შევიწროებაში დაადანაშაულა. ასევე სარჩელში საუბრობდა რეპერის სექსუალური ცხოვრების დეტალებზე, მას შემდეგ რაც ბიანკა ცენსორთან იქორწინა. ვესტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ პისიოტა თავად ცდილობდა მის შეცდენას.
- პისიოტა სარჩელში წერს, რომ უესტმა ცოლს, ბიანკა ცენსორს, უთხრა, რომ სურდა მის დედასთან ანუ სიდედრთან ჰქონოდა სექსი.
პისიოტა, რომელიც 2021-2022 წლებში უესტის Yeezy ბრენდში სამეთვალყურეო შტატს ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ რეპერმა მას აჩვენა ტექსტური შეტყობინებები რომელიც მასა და 29 წლის ცენსორის შორის შედგა, სადაც ქალს წერს, რომ სურდა მის დედასთან ჰქონოდა სექსი სექსი.
2022 წლის 28 სექტემბრის მიმოწერა ეხება ცენსორის დედას, ალექსანდრა ცენსორს, რომელიც იმ პერიოდში ავსტრალიიდან სტუმრად ჩავიდა ქალიშვილთან და სიძესთან.
პისიოტამ ასევე განაცხადა, რომ უესტმა აჩვენა კიდევ ერთი ტექსტური შეტყობინება, რომელსაც ბიანკას უგზავნიდა, სადაც წერდა, რომ სურდა, ქალს მისი და დედამისის სექსისთვის ეყურებინა.
პისიოტას მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, უესტმა მას აჩვენა ბიანკას პასუხი, სადაც ცოლი დედამისზე სწერდა: “ის გათხოვილია…“
სარჩელი ასევე შეიცავს ბრალდებას, რომლის მიხედვითაც უესტმა პისიოტას თავისი სექსუალური ფანტაზიების შესახებ მიწერა და შესაბამისი ფოტოებიც გაუგზავნა, სადაც ქალებთან სექსით იყო დაკავებული.
2022 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც სამსახური დატოვა, რეპერმა უთხრა, რომ კომპენსაციის სახით მილიონობით დოლარს მიიღებდა, მაგრამ აღნიშნული თანხა არასოდეს მიუღია და არ აუღია ასევე დარჩენილი ხელფასი.
უესტის ადვოკატებმა ქალს შანტაჟისტი უწოდეს.