არსებული ინფორმაციით, თბილისში, ე.წ. მალაკნების მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რასაც მალევე სროლის ხმა მოჰყვა.
“რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ტერიტორია შემოხაზულია ყვითელი ლენტით, ასევე აღნიშნულია ადგილები, სადაც იარაღის მასრებია დარჩენილი.
ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.
“იარაღით არის ბიჭი მოკლულიო, მთელს უბანში ტყვიები ყრია”, – ამბობს მოსახლეობა “მთავარი არხის” ვებგვერდთან.