ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის, გიორგი ქოჩორაშვილის საჩუქარზე წერს და მას უდიდეს მადლობას უხდის.
- “უდიდესი მადლობა ძვირფას ქოჩორას ამ საჩუქრისთვის. გავბედნიერდი. როინ ქოჩორაშვილი გადაეცით მილიონი მადლობა და მილიონი კოცნა. საამაყოა ეს მაისური”, – აღნიშნავს გრიგოლია.
“რადგან ფეხბურთელების თემა ამ საღამოს აქტუალური თემაა, გადავწყვიტე მეც წავიმეტიჩრო. აი მე რა საჩუქარი მივიღე ორიოდე დღის წინ ჩემი საყვარელი ფეხბურთელისგან, ნამდვილი, კაშკაშა ვარსკვლავისგან, საკუთარი ავტოგრაფით.
ქოჩორ, ძალიან დიდი მადლობა. ისე მიყვარხარ, ისე მიყვარხარ, რომ ვერ გამოვთქვამ. რა თქმა უნდა, ამ საჩუქარს გავიკრავ სახლში რომ ყოველ დილით და საღამოს შევხედო და გამახსენდეს, რას ნიშნავს ძვირფასი საჩუქარი. მიყვარხარ ქოჩორა,“ – აცხადებს ტელეწამყვანი ვიდეოში.
აღსანიშნავია, რომ “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართა. ვიდეორგოლში კი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები გამოჩნდნენ, მათ შორის არიან სპორტსმენები გიორგი გველესიანი, ლაშა ბექაური, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, სანდრო ბაზაძე და სხვები.